აჩკიპ მე შენ გისურვებდი დაწყნარებას.
ახლა ვფიქრობდი და არც მახსოვს ნინი რატომ აითვალწუნე. გოგო მოვიდა, ქმარმა ###ობა გაუჩალიჩა და თავის პონტში პოსტინგობდა ცოტა დარდიანად. მერე კარგად გახდა, გამოვიდა და შენ და სხვებს აქ არ დავასახელებ ეგ არ მოგეწონათ. მახსოვს ვეპოსტინგებოდი და საკმაოდ ჭკვიანი გოგოა რა საკითხებშიც მე ვესაუბრე. თქვენთვის ჩაპრესისლი თუ არ პოსტავ ესეიგი უკვე პრობლემურია იმიტომ რომ ბევრი აქ მპოსტავი ჩაწიხლულია სულიერად სხვადასხვა მიზეზების გამო. გასაგებია ეს მაგრამ ამას მკურნალობა ჭირდება და არა ფორუმზე აშვება, ასე უაზროდ ადამიანის ათვალწუნება ტეხავს. ეს შურიანობა, ღვარძლიანობა და იიიი შენ კარგად როგორ ხარ როცა მე ალკოჰოლიკი ვარ ტეხავს. ადამიანი როცა ნორმალურადაა მაშინ არ ეჩხირება სხვისი კარგად ყოფნა თვალებში! არაფერი დაუწერია ამ გოგოს და არაფერი გაუკეთებია ისეთი რის გამოც დასდევთ ასე გაუთავებლად.
შენ პირადად ვიცი პრობლემა გაქვს. მესმის განა არა. ვიზიარებ მაგრამ აჩკიპ, აქ არავინ დამნაშავე არაა შენი სიტუაციის გამო. და შესაბამისად არც არავის შეუძლია შენი ცხოვრების შეცვლა. არავის შენს გარდა. დაიმახსოვრე ეს მანამ სანამ ბოღმის ჩანჩქერებს დაანთხევ აქ გოგოებს.
ცოტა დაფიქრდი რა უაზრობებს წერ ხანდახან რა და უაზრო ფორუმულ რაზბორკებში შედიხარ.
ახლა ბანი როგორც კი მოგეხსნა სასწრაფოდ მოვარდი. კარგი რა. ტეხავს

კიდევ ერთხელ - ძალიან ბევრი და საინტერესო რამ მოხდება შენს ცხოვრებაში თუ შინაგანად დამშვიდდები.