forumistvis
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1874
წევრი No.: 261299
რეგისტრ.: 24-February 21
|
#58763207 · 10 Jan 2022, 04:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lovelock რა ვიც ძმებო , (როგორც მექანიკურ ფორთოხალშია) ძაღლს ვასეირნებდით მე და ჩემი მეგობარი გოგონა დედაენის ბაღში და ახალგახსნილი შადრევნის შხეფების რიტმული ფრქვევის ცქერით ვტკბებდოით და მაშინ გამიელვა აზრმა , რომ ამ თავისუფლებას ვერადროს დავთმობდი... ვერ ვიმუშავებდი დაბალ და თუნაც მაღალანაზღაურებად საოფისე სამასხურში, ისევ შინ თავისუფალი მწერლის თუ თავისუფალი ბლოგერის პოზიციაში ჯდომა და როცა მომინდება ###პროჭაობა მერჩია ამას... ამ გზით, ფინანსური სტაბილურობისმიღწევა საკმაოდ არარეალური ჩანდა, მაგრამ მაინც ასე ვამჯობინებდი.
ეს ის დრო იყო , როცა ვირუსის და ეპიდემოლოგიური მდგომარეობის მორიგი აფეთქების დროს , საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიკეტა და ცხოვრებაცა და გადაადგილებაც კიდევ უფრო გაჭირდა. ტაქსებით მოძრაობას ცეცხლის ფასი დაედო, მეც ჩავიდოდი ხოლმე ამ ჩემს ჩამყაყებულ უბანში, ცოტას გავივლიდი, რამეს ვიყიდიდი და ამოვდიოდი ეგრევე. დღეები საოცრად გავდნენ ერთმანეთს, საოცარი ერთფეროვნება სუფევდა ... ჰოდა, ძმებო, მე გამახსენდა, ჩემი თვითმკვლელი დეიდაშვილი , ბიძად რომ მეკუთვნოდა, რომელიც 1996 წლის ხარება დღეს, მეშვიდე სართულიდან გადახტა. ის მე ძალიან მიყვარდა და პტივს ვცემდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან განსხვავებით კინო უფრო უყვარდა, ვიდრე ფეხბურთის ყურება... გამახსენდა, როგორი ელეგანტური იყო, რა კარგად ხუმრობდა და რა დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჩემს თვალში. არადა, სულ რაღაც 27 წლის იყო, როდესაც სუციდით დაასრულა სიცოცხლე. მისი გამწარებული დედა კი მართლა საოცარი ადამიანი გახლდათ. ნათესავები ნელნელა მიდიან, უკვე წავიდნენ კიდევაც იმ ქვეყნად, მე კი ასე გამოკეტილი ოთხ კედელში, ვაკაკუნებ კლავიატურაზე, მოწყენისგან წერას ვიწყებ, ვცდილობ სასისამოვნო ან სახალისო, ზოგჯერ სევდიანო წუთებიც გავიხსენო, წარსულიდან , იმ წარსულიდან, რომელიც აწმყოზე გაცილებით უდარდელი იყო ჩემთვის... თუნდაც, ცხონებული მამაჩემი, რომელიც მუდამ ძველმოდური მანქანებით დადიოდა სამუშაოზე, საბარგულში ელექტრონული მოწყობილობებით და იარაღებით, ვინაიდან ინჟინერ-ელექტრიკოსი გახლდათ. ხოდა როცა მამაჩემის ერთერთ წლისთავზე, მისი საფლავიდან შინ ვბრუნდებოდი, თუ ამის იქით არაფერია, რაც მამაჩემის ცხოვრება იყო, მაშინ ამ ცხოვრებას არაფერი აზრი არ ქონია მეთქი....გავიფიქრე. წვალობ, წვალობ და უცებ ბრახ და აღარ ხარ.. დაგჭედავენ ოთხ ფიცაარში და მიწაში გიკრავენ თავს. მაგრამ, ამის მერე იწყება ნამდვილი სიცოცხლე, როგორც სულიერი გამოცდილების მქონე ხალხი , ღაღადებს. რადგანაც, სული არ ქრება, სული უკვდავია, ადამიანი უკვდავი არსებაა. მე კი ვწერ, ვწერ, ვცდილობ არ ვიფიქრო იმ სიდუხჭირეზე, მატერიალურსა თუ სულიერზე, რასაც ეს აწმყო გვთავაზობს. ამ ენაზე რომ ვწერ, ეს ილიას დიდი დამსახურებაა. ჭავჭავაძის. მინდა მის ხსოვნას მადლობა გადავუხადო. ძმებო, გოგა ერქვა, იმ სუიციდის ჩამდენს, ჩემს დეიდაშვილს, და მინდა ის გავიხსენო. დალევა უყვარდა, ლიმნის არაყი მისი საყვარელი სასელი იყო, მამაჩემთან ერთადადც სვამდა და მამაჩემი თავის მხრივ ვახოსთანაც ურტყამდა მაყვლის არყებს. დალევა ისე დიდი სტაჟია, თუ იტან სასმელს, თუმცა მე არ ვსვამ უკვე 10 წელია. ან რა მუღამი უნდა დაუჭირო, მუდივად ფხიზელ ცხოვრებას? შეიძლება ჭვრეტა სცადო, დაფიქრდე ყველაფერზე. იფიქრო, იფიქრო, სანამ არ გაგიჟდები , ჩაუღრმავდე ყველა დეტალს. დღეს გავიხსენე კიდევ ცხონებული ბიძა , რომელიც 3 მანეთიანებს ბლომად მჩუქნიდა, იმპერიოდში როცა ჯერ კიდევ კომუნისტების დრო იყო და დაფნის კოოპერატივის დირექტორი გახლდათ... იმ სოფელში კი ცხელა ეხლა, ჩახუთულობაა და არ ღირს იქ ჩასვლა, თუმცა კი მინდა... ჰოდა, ძმებო, ფსიქოლოგთან საკუთარ თავზე მუშაობაც დავიწყე. მე ვფიქრობ, ცოტა წინსვლა მაქვს უკვე, რაღაც რაღაცებში ჩანს ეს. მუშაობა თუნდაც წერა, შეიძლება ვცადო , იქნებ გამომივიდეს. ახლა კი აზრი მომივიდა, რომ აზრი არ აქვს, ამ წერას, ან კი რისთვის, ან ვისთვის ვწერ. იყვნენ მწერლები მუშაობდნენ, ქრონიკებს წერდნენ, მაგალითად, არტისტული გადატრიალება, ოთარ ჩხეიძისა, ან სხვა რამეები, დარბაისლურად ისხდნენ სამუშაო მაგიდასთან და თავისთვის ბეჭდავდნენ.
და ის დღე, როდესაც ვესტუმრე ერთერთ ცნობილ მწერალს, შინ , საკუთარ სახლში.მერე სადიპლომო ნაშრომიც მის შემოქმედების შესახებ დავწერე. პოეტი ღვთისაგან , ასე დავარქვი, ცნობილი კრიტიკოსის ციტირებით... მამაჩემმა მკითხა რა უყვარსო, როდესაც მასთან მივდიოდი, ინტერვიუს ჩასაწერად. ადამიანური კითხვა იყო ფრიად, რაც ჩემს ადრინდელ ესეშიც აღვნიშნე, კარგად მახსოვს. არ ვიცი ამ ნაწერისგან რა აზრი დაგრჩათ, ძმებო, ვერც ის ნაადრევად წასული კაცი გავიხსენე კარგად, ფიქრებიც სადღაც გამირბოდა საუბრის საგნიდან , მაგრამ მე კი გავახარე მცირედით მაინც საკუთარი „ჭია“. წინ მაინც ბედნიერი მომავლის იმედი მაქვს, მაგრამ მომავალზე მაინცდამაინც ბევრს ნუ ვიფიქრებთ, რადგან ეს შფოთვას იწვევს უფრო, ვიდრე სიმშვიდეს, აწმყოთი ცხოვრება და აწმყოში საქმის მოგვარება აჯობებს...
|