კი შეიძლება გიყვარდეს და გადაგიყვარდეს. მე არ მიყვარს ყველა ერთნაირად ასევე იმ ჩამონათვალიდან რაც შენ დაწერე.
ზოგს ცუდი ძაღლი ყავს და არ უყვარს, ზოგს ცუდი მშობელი. ზოგს დედა უყვარს და მამა არა ან პირიქით.
ამ ეტაპზე რა თქმა უნდა აღარ მიყვარს. თუმცა ის ჩემთვის ყოველთვის იქნება რაღაც წოდებაზე უბრალოდ მასთან ერთად არ მინდა.
სიყვარული არაა ის რომ აი გიყვარს და ჩააცემენტე სამუდამოდ
კაი რა, ვინაა ახლა ჩვენს შორის ბავშვი
სადაც უკანასკნელი სიყვარული არსებობს იქ პირველიცაა და ა.შ.
გალაკტიონს ეწინააღმდეგები სიყვარულის გაგებაში?

p.s. სიყვარულის თემაზე არ მიტრიპაჩია. ბევრი არ მიყვარდება. და რთულად მიყვარდება. სასიხარულოდ თუ საბედნიეროდ.
Maruhadzuნწ ნწ აჩკიპას აზრია მთავარი.
როგორ შეიძლება არ იყოს სიყვარული სამყოფი.
აჩკიპ.. სადაა ის პოსტი სიყვარული გაკლიაო რომ ამბობ.
დაუწერე შენს თავს :შ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
This post has been edited by lovelock on 17 Jan 2022, 05:15