სკოლის ბუფეტში იყიდებოდა მანქანის მოდელი, ორი ცალი იყო, ერთი რაღაც, მეორე ფერარი.
რკინის დიდი მოდელი იყო, ხელის გულის ხელა. კარებები და კაპოტი ეხდებოდა, საღებავი ზოგან დაკეჭნილი მაგრამ მაინც ამაყად იდგა ვიტრინის უკან.
საოცრება იყო ჩემთვის 1999 წელს იტალიური Bburago-ს ვინტაჟური ავტომობილის მოდელი, საიდან მოხვდა 12-ე სკოლაში? მარად საიდუმლოა. მარო აღარ იქნება ცოცხალი ჩვენი მებუფეტე, დამლაგებელი და კარისკაცი ერთად

დიდი ხანი იდო ეს ორი სათამაშო, ძვირი ღირდა ძალიან და ვერავინ ყიდულობდა ალბათ?.
ნამდვილად არ მახსოვს რა მაქინაციებით და ტანჯვა-წამებით
გარშემო რა დალევდა ნადავლს, პრომზონა იყო: ტარზი, დეპო, ასანთის ქარხანა, გაზოაპარატი, ეგ მსხვილები, წვრილი საწარმოები იყო უამრავი

დავეუფლე ამ მოდელს და ის ყველაფერი ვიგრძენი ალბათ პირველად რაც შემდგომ უამრავჯერ განმეორდა
თავს ვევლებოდი, დავკანკალებდი, სიამაყით ვაჩვენებდი ყველას, უხაროდათ, შურდათ, ვთამაშობდი და ვერთობოდი.
საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ როცა გავიზრდებოდი ორიგინალს ვიყიდდი...
მერე დრო გავიდა, ტესტა როსას მოდელიც მქონდა..
პირველი მომბეზრდა, მივაგდე და უსასრულობამ ჩაყლაპა.
უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი როცა გავიგე რომ ფერარის ის მოდელი სულ 39 ცალი არსებობდა ისტორიის განმავლობაში.

ჩემი შავი ძაღლია
This post has been edited by public_enemy on 17 Jan 2022, 07:03
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...