ძაან მარტივია ეგრე მესამე პირის გადმოსახედიდან მორალის კითხვა და დაშეიმინგება, მიუხედავად იმისა რომ მეც არ მომეწონა თემის ავტორის აშკარად ცივ გონებაზე დაწერილი ზოგიერთი რამ საკუთარი დედის მიმართ.
სამწელიწადნახევარი ვუვლიდი დედაჩემს ჩემს დასთან ერთად (მეორე სართულიდან გადმოვარდა თავით როდესაც ფანჯარას წმენდდა). ძალიან ბერი რამ გადავიტანეთ ეს პერიოდი, თავიდან ვასწავლეთ ისეთი მარტივი რამეები როგორიცაა კოვზის დაჭერა, ჭამა, ჩვენი დახმარებით სიარული და ა.შ. თუმცა ჰქონდა ისეთი პანიკური შემოტევები რომ შეუძლებელი იყო მის გვერდით გაჩერება, უეცრად ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა და ვერავინ ვერ ვაკავებდით, ყველაფერს ხევდა რაც ხელში მოხვდებოდა, კედლებზე გადიოდა შიშისგან დაზაფრული, ხან მთელი დღე დილიდან საღამომდე ტიროდა, მე კი ამ ყველაფერს წლების მანძილზე ვუყურებდი/ვუსმენდი მომავლის რაიმე იმედის გარეშე. არცერთი წამითაც არ ვუცნივარ მთელი ამ წლების მანძილზე რადგან ცნობიერება არ ჰქონდა, დღეში შეიძლებოდა ბევრჯერ დამემერცვლა რომ გიორგი ვიყავი, მისი შვილი მაგრამ უაზროდ მიქნევდა მხოლოდ თავს, ეს ყველაფერი იმის ფონზე როდესაც ცხოვრებაში მზე და მთვარე ამოსდიოდა ჩემზე. საშინლად რთულია ეგეთი კონტრასტის ყურება.
ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე რომ არავინ იცის რიგ მომენტში რა შეიძლება თქვა, ხოგჯერ ისეთი აუტანელი ხდებოდა რომ ბოლო ხმაზე ვყვიროდი ნერვებ დაგლეჯილი, რატომ ხარ ეგეთი საზიზღარითქოც კი მიკითხავს და საერთოდ არ ვუფიქრდებოდი იმას, რომ თავად წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რას აკეთებდა. ამ დროს კი როცა მომვლელი ან ექთანი არ იყო სახლში წამლებსაც მე ვაძლევდი, საჭმელსაც მე ვაჭმევდი და სველ წერტილებშიც მე გამყავდა თან ეს ყველაფერი ვინმესთან რაიმე დაყვედრების გარეშე. პატარა ბავშვივით ყოველ მის დაბადების დღეზე და ახალ წელს იმას ჩავიფიქრებდი ხოლმე, რომ ნეტავ ერთხელ მაინც მიცნოსთქო. მაგრამ ამ ყველაფერს არ შეუშლია ხელი იმისთვის რომ ბრაზმორეულს არ მეყვირა რომ რატომ ხარ ეგეთი საზიზღარითქო.
სულ ეს იყო.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Stan91Marsh on 20 Jan 2022, 15:04
“I wanted to rub the human face in its own vomit, I wanted to force it to look in the mirror.” - James Graham Ballard