ereklebarvმეხუთე კლასში აღარ ვარ, მაგრამ მეხუთე კლასელებს უნდა ვასწავლო
განათლების ფაკულტეტზე ვსწავლობ
ხო რაღაც ეგეთი საგნები მელოდება წინ
გეომეტრია და სივრცის აღქმა
ალგებრა და კანონზომიერებები
ხოდა შეიძლება მაგარი მათემატიკოსი იყო და შენთვის ეს საკითხები ზღაპარი იყოს
ძაან მარტივად თქვა, რა მოქმედებაა გაყოფა და ათწილადი რა ჯანდაბაა
მაგრამ მეხუთე კლასელს როგორ უნდა აუხსნა, ეგაა საკითხავი
განსხვავებულად უნდა შეხედო, აზროვნებას მიეჩვიო და ბავშვსაც ეგრე დაანახო
თორემ შენც თუ დაზეპირებული გექნება რაღაც წესები და ბავშვსაც იგივეც ჩაურაკრაკებ, ეგრე ვერაფერს გაიგებს
ჰოდა ეგეთ რაღაცებს გვიხსნიან რა
უნდა გაიგონ არსი რა არის ამ მათემატიკური მოქმედებებისო
და მაგისთვის ჯერ თქვენ უნდა იცოდეთო
ჰოდა მცოდნია თურმე მე
ნეტა ჩემს მათემატიკის მასწავლებელს მოესმინა ის სიტყვები, რაც ლექტორმა ჩემზე ილაპარაკა
მაგრამ აი შემდეგ სემესტრებს მართლა არ ვიცი როგორ გავართმევ თავს
წავედი ახლა დღის ბოლომდე ლიტერატურაში მაქვს ფინალური დასაწერი და გასაგზავნი
This post has been edited by ბანჯოო on 20 Jan 2022, 16:46