ულიმიტო 1-წლიანი ბარათის შეძენის შემთხვევაში:
თუ საშუალოდ ადამიანი თვეში 20 დღე მუშაობს (ოფიციალური დასვენების დღეების გათვალისწინებით), საშუალოდ ის მხოლოდ მეტროთი და ავტობუსით (ან დამატებით "ლურჯ მიკროავტობუსით") სამსახურში წასასვლელად ან უკან დასაბრუნებლად ხარჯავდა 240 ლარს. ახლა დახარჯავს 250 ლარს, თუმცა შეეძლება ბარათი გამოიყენოს არასამუშაო დღეებშიც, პირადი საქმეებისთვის, რაც შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს მისთვის;
იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე ყოველდღიურად მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსს იყენებდა სამსახურში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად, მაშინ ხარჯავდა 348 ლარს. ახლა დახარჯავს 98 ლარით ნაკლებს - 250 ლარს. დამატებით შეეძლება ბარათი გამოიყენოს არასამუშაო დღეებშიც.
მგზავრობის საფასური კიდევ უფრო გაუიაფდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეტროსთან და ავტობუსთან ერთად იყენებდნენ "ყვითელ მარშრუტკებს" - ასეთი მოქალაქე 480 ლარის ნაცვლად, 250 ლარს, 130 ლარით ნაკლებს დახარჯავს. მასაც შეეძლება ულიმიტოდ ბარათის გამოყენება.
თბილისის მერმა თქვა, რომ უახლოეს მომავალში "ყვითელი მიკროავტობუსები" სრულად შეიცვლება ახალი "ლურჯი მიკროავტობუსებით".
იმ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, გადახდის წესი და საფასური არ იცვლება.
უფასო - დედაქალაქში რეგისტრირებული: უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი პირი; მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებულ პირები; სამხედრო ძალების ვეტერანები; სკოლის მოსწავლეები; შსს-ს უბნის ინსპექტორები;
10 თეთრი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები;
20 თეთრი - დედაქალაქში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები; სკოლისა და ბაღების თანამშრომლები; 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; პენსიონერები; საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები; უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები; მანდატურები; სოციალური აგენტები და სოციალური მუშაკები
* * *
https://www.radiotavisupleba.ge/a/31620941.htmlაქ ვნახე ეს ინფო.