shamვუნდერკინდიKatutuთანაფორუმელცი, დასკვნები წინასწარ ნუ გამოგაქვთ.
4 ცალ 100 ამპერიან აკუმულატორს ვაკავშირებდი ერთმანეთთან მიმდევრობით.
ფართის სიმცირის გამო იძულებული ვიყავი ერთმანეთთან ახლოს დამელაგებინა.
როდესაც კლემებს ქანჩით ვუჭერდი, ქანჩი იზოლაციის მიზნით მთლიანად მოვაქციე ხელში.
მაგრამ დამავიწყდა, რომ ე.წ. არათითზე ქორწინების ბეჭედი მეკეთა.
და როდესაც
ქანჩის ერთი ბოლოთი აკუმულატორის მინუს კლემას ვუჭერდი, მეორე ბოლო დაედო ბეჭედს, ბეჭედი კი დაედო მეორე აკუმულატორის პლიუს კლემას. ეს ორი აკუმულატორი თავის მხრივ ერთმანეთთან იყო უკვე დაკავშირებული. ამიტომ გამოვიდა ისე, რომ 100 ამპერიანი 24 ვ. ჩავამოკლე. (შეიძლება ვერ აღგიწერეთ კარგად ზემოთ მოყოლილი, მაპატიეთ).
მოკლედ, მაგრად ბუთქა, დაბნეული წამოვხტი. (ჯერ არ ვიცოდი რატომ ბუთქა, მიზეზს მერე მივხვდი. მაგიტომაც წამოვხტი დაბნეული

)
ჰოდა ფეხზე რომ ავდექი, ვგრძნობ, რომ თითი მაგრა მტკივა. მიხურს.
გაკვირვებულმა დავიხედე და რა ხდება:
ბეჭდის ის მხარე, რომელიც დაედო, აღარ არსებობს. დაახლოებით 3-4 მმ სიგრძის საერთოდ აღარ ჰქონდა ბეჭედს.
თან ეს ბეჭედი ცხელია.
მოვკიდე და გამოვაძრე თითი.
გამყვა კიდეც კანი.
ანუ რა მოხდა: ბეჭედი მომენტალურად გავარვარდა, ლამის შემომადნა და რომ გავიძრე, კანის ის ნაწილი გამძვრა, რაც ბეჭედთან ერთად გაცხელდა.
ეს ყველაფერი მოხდა მაქსიმუმ 2 წამში.
ასე რომ შიტიდან დენის გათიშვა არაფერ შუაშია მეგობარცი.
უყურადღებობით მომივიდა

ფოტოები გაინტერესებთ?

მოსაძებნია, არ მაწვალოთ
BlasTeRარ მახსოვხარ

+ შენ.
This post has been edited by doxaburi on 6 Feb 2022, 08:44
არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზავ.