სხვათა შორის, არა. ზოგჯერ პირიქითაა.
მუშაობას რომ ვრჩები ხოლმე, მერე ამათ ჩანაწერს ვრთავ და გასავათებული განტვირთვის მიზნით ვუყურებ ხან გადახვევებით, ხან სრულად (მთლად ნამეტანი უინტერესო ბლა-ბლა ან აგრესია თუ არაა). სულ სერიალები ყელში ამოვიდა. ცოტა განსხვავებულს დავეწაფე.
დღეს დასვენება მაქვს და მკიდია-მეზარება. აქ პოსტვის თავიც კი მაქვს არადა. იმდენად დასვენებული ვარ.
ჩემთვის სანახაობის მხრივ ყველაზე საინტერესოები არიან: როიალი, ავთო, პატრიკი თავისი ინტერვიუებით და ანიც ხანდახან. დანარჩენები გინდ ჰყოლია შოუს, გინდ არა. ჭკვიანი და გაქექილი ნაზღაიძის ინტრიგნობები ჩემთვის სასიამოვნო საყურებელი არაა.
ისე, ემიგრანტი ქალების დიდი ნაწილი ასეთი ბრმა რატომაა?
ყველაფერი-ყველაფერი და, რომ იცი, რომ შვილს არ აკარებენ ტიპს. ფოტოსაც კი უმალავენ. სქესიც კი არ გააგებინეს. .... არ უნდა დაეჭვდე, რომ რაააღაც ძალიან ცუდი მიქარა?
ჩვეულებრივ სიტუაციებში ნორმალური ადამიანი ასე არ ექცევა თავისი შვილის მამას. ...
ესენი კი ეხმარებიან გამარჯვებაში.