მე დღეს ვუყურე მაგ ბოლო სერიას. უკვე 5 თუ 6 სერია მაქვს ნანახი, იუთიუბზე ვუყურებ. თავიდან არ მომეწონა, მაგრამ 2-ე სერიიდან უკვე კარგი სტრუქტურა აქვს სერიებს და უფრო იოლი საყურებელია.
უბრალოდ ჩემი აზრი მინდა დავწერო მონაწილეებზე (ცოტა დიდი აღწერა გამომდის შეგიძლიათ გადაახტეთ):
თეონა - საყვარელი ხმა აქვს, ყველაზე საყვარლად მაიმუნი ტიპია;
კესო - არ არის იდეალური, მაგრამ იმ ინსტაგრამის სურათებზე ნამეტანი შეჭამეს და აიკლეს. ნაზღაიძესთან ჩხუბშიც სულ ვბალენშიკობდი;
ტატო K - ალბათ ბიჭებში ყველაზე სიმპათიური, მაგრამ ზედმეტად მობლატავეა, ხანდახან სასაცილოდ გამოსდის;
ტატო G - ძალიან ექსცენტრულია, მაგრამ ამ ჯგუფის ფონზე ძალიან ნორმალური ჩანს. მგონი მაგ სახლში ყველაზე კარგი და საინტერესო ადამიანია და მაგიტომ ვერ გაერია ჯგუფში;
ანი - პატარა ველური კატისებრი ცხოველივითაა როგორც გარეგნულად ისე ტემპერამენტით. ამას პლიუს რაღაც ცელქი ბავშვური და მიამიტური აურაც აქვს;
როიალ - მის ქართულზე მეცინება, მაგრამ მაგის გარდა ჯერ რაღაც საინტერესო ვერ ვუპოვე;
თეო - გიჟების წრეში მოხვედრილი დაწყობილი ადამიანი.

შემოკლებული თმები უხდება;
ავთო - სასაცილო და საშინელი მოარშიყე, მაგრამ მაინც საყვარელი, პატარა ლეკვის აურა აქვს;
პატრიკი - ბუნებრივი ლიდერი, მაგრამ ცოტა მაიმუნი და გაიძვერა ტიპაჟი. ისე, მის თვალების ბრიალსა კომენტარებზე მეცინება-ხოლმე.

სალომე - პუტკუნობასთან ერთად ძალიან ფემინური დივა, რაც მომწონს, მაგრამ ცოტა ინტრიგანიცაა და საბოლოოდ არ მომეწონა კესოს დაბულინგების გამო;
ლიზა - სალომესავით ფემინური, თუმცა უკეთესი ადამიანი მეჩვენება. თან სასიამოვნო მელიური ტიპაჟია. ^^
ქეთევანი - ყველაზე მგრძნობიარე და ასევე სხვებთან შედარებით ნორმალური.
მაზანა - მგონია, რომ ძალიან ჭედავს, მაგრამ ნაზღაიძესთან სამართლიანად იყო კონფლიქტში და რა თქმა უნდა, მის მხარეს ვიყავი. გამიხარდა, რომ ბევრი ხმა აიღო. 'კაცს ქალზე ჭორაობა არ ეკადრება' და მსგავსი გამონათქვამებით აიწევდა მისი რეიტიგი, აბა რას იზამდა?
ნაზღაიძე - საშინელი მანიპულატორი და ფსიქიკური მოძალადე. ალბათ მარტო ის უნდა დავუფასოთ, რომ ხელს უწყობს საინტერესო მოვლენების განვითარებას. აბა მაზანამ სხვას ვის უნდა მოუქნიოს სკამი გაბრაზებულზე და როგორ უნდა გახდეს 'ხალხის გმირი'?
თქვენ რას ფიქრობთ? და თუ გყავთ ფავორიტი ან ფავორიტები?