#59273018 · 31 May 2022, 05:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tyvia
QUOTE | ეგ დამოკიდებულება პირველი მიღების მერე ჩნდება |
აი მანდ ტყუვდები შენც და ბევრიც. დამოკიდებულება უკვე არი ადამიანში და ელოდება გამოვლენის პირობებს. ეგ მიღება არი პირობა რო გამოვლინდეს. თორე მე რატო არ მივიღებ პირველად ან ჩემი ახლო წრე, იმიტო რო ეგ დამოკიდებულება პროსტო არ არი. მიხვდი? ხოდა ვის რისი დამოკიდებულება უკვე აქვს შინაგანად, იმას მიიღებს. ხვდები? დამოკიდებულება მანამდე არი ადამიანში, სანამ გასინჯავს. ეგ ადამიანის თვისებაა და არა ნარკოტიკის ან ანლკოჰოლის და კიდევ სხვა რამე საგნის.
QUOTE | კამათის მუღამზე ხარ?
|
ვაბშე არა . კამათისთვის ხო არ გაიხსნა ეს თემა. აზრების გაცვლა გამოცვლაა რა. ეგ არ ნიშნავს რო ვინმემ რამე უნდა შეცვალოს ან არ შეცვალოს თავის ცხოვრებაში. ლიჩნა მე მკიდია ვის რა კიდია . პროგრესი კი არა ისეთი რეგრესია რო ვერ იფიქრებ. ისეთ მასალებს დავდებ თუ გინდა. ისეთი ტექნოლოგიები არსებობდა საუკუნეების წინ. იმ ცივილიზაციებს რა დაემართათ ცალკე თემაა. მაგრამ ფაქტები ხო არსებობს, ნივთმტკიცებულებები. რაც ბოლომდე ვერ განადგურდა. დრეს კიდე რაღაცას მოწყალების სახით გადაუგდებენ ამ საცოდავ მასას და იმათ ჰგონიათ რომ ეგ ადამიანის პროგრესია. პირველი პროგრამა ვინ დაწერა მეთქი, კომპიუტერული პროგრამირების თემაში ვიკითხე და პასუხი ვერავინ გამცა. იფიქრე მაგაზე.
როგორ მოქმედებს მაგალითად იმაზე რაც მე დავწერე რო
QUOTE | ძაან მოკლე დროში შეიძლება უნიჭობის გაკეთებაც და გენიალურისაც
|
QUOTE | მიზნებს ვისახავთ რომელთა შესრულებაც რაღაც დროში უნდა მოვასწროთ (ანუ მიზნებისთვის გამოყოფილი გვაქვს დრო) |
ხოდა ეგ დრო ვინ გამოგიყო, ვინ გაგჩხირა დროში, მაგაზე იფიქრე. დროს რო გისაზღვრავს, ესეიგი აღარ ხარ თავისუფალი, და თუ თავისუფალი არა ხარ როგორ გააკეთებ რამე ღირებულს. ამაზე დაფქრდი. მონა არი შემსრულებელი. თუ რამე ღირებული გაკეთებულა ის არ თავსდება დროში რომელიც მოუზომეს. შენ ეხლა გჯერა რო მოცარტმა თავისი ათასობით ნაწარმოები ხელით დაწერა და ეგ პროცესი 30 წელიქადში ჩაეტია? არა უფრო ნაკლებში,ხო ეძინა, ჭამდა-სვამდა, გულაობდა ეგეც გამოაკელი. და პროსტო სუ რო ხელი არ აეღო მაგიდიდან, არ დაფქირებულიყო და ისე ეწერა, მაინც არ ეტევა იმ დროში, არანაირად. ხოდა ეგ როგორაა აბა ახსენი.
QUOTE | მიზნებს ვისახავთ რომელთა შესრულებაც რაღაც დროში უნდა მოვასწროთ (ანუ მიზნებისთვის გამოყოფილი გვაქვს დრო)
|
ხოდა დრო ვინც გამოგიყო, ეგეთი უბადრუკი დრო, მიზნებიც შესაბამისი უბადრუკი ჩაგიდო. მიზნები ჩაგვიდეს ძმაო)) მაგრამ მაგას არ დაიჯერებ ცოცხალი თავით.
QUOTE | მაგალითად 500 წელი რომ ცხოვრობდეს ადამიანი 20-30 წლის ასაკში დაიწყებდა დაოჯახებაზე ფიქრს?
|
და ვაბშე დაოჯახება რა პონტია თუ მარადიული ხარ? თუ მარადიული ხარ ზნაჩით, ორგანოები სხვანაირად გაქვს მოწყობილი და იქნება და მუცლის ამოყორვაც არ გჭირდება? ანაც ფეხებშუაც არაფერი გამძიმებს  თუ ადამიანი 500წლიანი ან ვაბშე მუდმივი უნდა იყოს, ზნაჩით ვაბშე სხვანაირი ფიზიანომია ექნება. კომპლექსურად არი ეგ ყველაფერი. ამაზე იფიქრე. ისევ იგივე: QUOTE | 1 წელი რომ მოგცენ იმ საქმისთვის რისთვისაც რამდენიმე დღეც საკმარია მაშინვე დაიწყებ კეთებას?
|
რატო უნდა "მომცენ"? ეგ არი მონის ფსიქოლოგია. არავინ არ უნდა "მომცეს", მე უნდა ვიყო ჩემი მუდმივობის და თვითგანახლებადობის ავტორი. მხოლოდ მე და არა სხვა რამე ან ვინმე ფაქტორი. და როცა ეგრე იქნება , იმის ავტორიც მე ვიქნები რაც უნდა შევქმნა და როგორც უნდა შევქმნა. შეიზლება ვინმე ჭიანჭველას ინტელექტისთვის ის იყოს მილიონი წლი, ჩემთვის კი ერთი "დღე", როგორც 7 დღეში შექმნა ბიბლიურმა ღმერთმა თუ ვინცაა. თვითონ განსაზღვრა ეგრე. და შეიძლება ჯერ გასულიც არაა ეგ 7 დღე. იმიტომ არის ადამიანი ჯერ კიდე ნახევრად ცხოელი This post has been edited by OliverMess on 31 May 2022, 05:37
|