https://www.ferrero.co.uk/Nutella#:~:text=N...)%2C%20Vanillin.
ანუ, თხილი, "კაკაო" და რძის ფხვნილი არის ჯამში 29,1 %
შაქარი, პალმის ზეთი, სპრედი და ათასი ნაგავი კიდევ 70,9%
კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რა გაფიქრებინებს, რომ ნუტელა შოკოლადად კლასიფიცირდება, თან ხარისიხან შოკოლადად, არ მესმის.
ახლა ნამდვილ შოკოლადს რომ დავუბრუნდეთ, მაცივარში ხდება კაკაოს ცხიმების კრისტალიზაცია და ზედაპირზე ამოსვლა, რაც ათეთრებს მერე შოკოლადს.
ალბათ გინახავთ შოკოლადის ფილა, ან ბონბონერები როგორ გაჭაღარავებულა.
შოკოლადი კარგავს ვიზუალს და რამდენიც არ უნდა ამტკიცონ საპირისპირო, ჩემი აზრით გემოსაც. უფრო მშრალი, არაერთგვაროვანი და მსხვრევადი ხდება.
გარდა ამისა, შოკოლადს აქვს თვისება სხვა პროდუქტების სუნები აიკიდოს. მაცივრის სუნი ანდაც.
ფისი ფისი ხდება მერე რა.