ჩემი მოსაზრება ასეთია:
მართალია, რომ ჩვენს სხეულში მიმდინარე ფიზიკური პროცესები დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკასა და განწყობაზე. ზოგჯერ რთულია გაწონასწორებული ემოციური მდგომარეობის შენარჩუნება.
ვერც კი ვაანალიზებ ისეთ ###ობებს ვაკეთებ პმს-ის დროს.
აგრეთვე ძალიან აგრესიულს მხდის შიმშილი და უძილობა.
მაგრამ მაინც მგონია, რომ გამოსავალი ემოციური განვითარებაა და არა ემოციურ მდგომარეობას მორგებული გარემო.
ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიო ემოციების კონტროლსა და განწყობის შენარჩუნებას.
შეიძლება მენსტრუაცია არ გაქვს, მაგრამ უბრალოდ გაიღვიძე, გაიხედე ფანჯარაში და ხედავ რო წვიმიანი ამინდია
ამინდი ძალიან მოქმედებს განწყობაზე
რა თქმა უნდა, მოგინდება, რომ მთელი დღე ლოგინში იწვე და ფილმებს უყურო
მარა სადაა აჰა ეგრე
თუ ფიზიკურად არაფერი გაწუხებს, უნდა აწიო ერთი ადგილი და მიხედო საქმეს
რაც შეეხება ფიზიკურად უძულურებას, ეგ სხვა თემაა
მაგ შემთხვევაში მენსტრუაცია იქნება თუ თავის ტკივილი, უნდა გქონდეს დასვენების უფლება
თუმცა მაინც გააჩნია, რამდენად ქმედუუნარო ხარ
თუ შეგიძლია რო წამალი დალიო, გაიყუჩო ტკივილი და იმუშავო, ეგრეც უნდა მოიქცე
რაც უფრო ჩაუწვები თუნდაც მენსტრუაციას, მით უფრო დაიგრუზები
ამ ეპოქაში სენსიტივიზმი ყვავის
არადა მგელი უნდა იყო ადამიანი
აი ეს ახლა რას მიაღწევს ცხოვრებაში?

რა სულიერი მომზადება
აიღე კალამი და ფურცელი და დაწერე
ტოჟე მნე