#59501491 · 12 Aug 2022, 02:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიუხედავად იმისა რომ გუშინ 25 წელს მივუკაკუნე და მეც ალბათ ორჯერ მქონდა მომენტი როცა ყველაფერი მაგ ფაზაში გადადიოდა, როგორც ასეთი არ ვნანობ. მაგრამ ეს არის ინდივიდუალური და ერთი პოზიციიდან გასარჩევი არაა. ბევრი ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს ბედნიერად და უმკლავდება. არც არაფერს იკლებს. მე მგონია 20 წლის ადამიანი უკვე გათვითცნობიერებულია საკუთარ ნაბიჯებში. მომავლის აწყობა ერთადაც შეიძლება, თუ სწორ და ადეკვატურ ადამიანს აირჩევ. ზოგს უმართლებს და ადრეულ ასაკში ხვდება ზოგი უფრო დიდ ასაკში. ზოგი საერთოდ ვერ- და ესეც არ არის ტრაგედია. მოცემული რეალობა უნდა მივიღოთ.
--------------------
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"
|