40 საათიანი სამუშაო კვირაში 168 საათიდან:
- 8x7=56 საათი ძილში
- 5 საათი მომზადებაში
- 45 საათი სამსახურში (8 + 1 საათი შესვენება რასაც ვერ დაუთმობ რასაც გინდა დროის სიმცირის გამო)
- 10 საათი გზაში
- 7 საათი სახლის საქმეებში
123 საათი წასულია, დარჩა 45 ხომ?
24 შვებულების დღე და 15 ეროვნული უქმე, ვთქვათ 20 დღე აიღე შვებულება წელიწადის მანძილზე და 15 უქმედან 10-მა მოუწია არა-შაბათკვირას, საშუალოდ.
(20+10) x 24 = დამატებით 720 საათი წელიწადში დასვენება
52 კვირაა დაახლოებით წელში, გამრავლებული იმ 45 საათზე რაც გრჩება=2340 საათი, ამას დავუმატოთ ის 720 შვებულება-უქმის საათები: 3060 საათი
წელიწადში საშუალოდ 8766 საათიდან 3060 შენია ხომ?
არა.
- პროდუქტები: კვირაში 2 საათი ვიანგარიშოთ, ხან შეიძლება ერთ კარფურში გასვლაზე დაგეხარჯოს 3 საათი + გზა, თვეში ორი ასეთი გასვლა რო ავიღოთ, პლუს ამას უბნის მაღაზიაში პურის და სხვა პროდუქტების ყიდვაზე კვირაში 1 საათი: გამოდის საშუალოდ 3.5 საათი კვირაში, 182 საათი წელში.
- ტანსაცმელი: თვეში 5 საათი რომ აიღო ძალიან უხეშად (გზიანად) - 60 საათი წელიწადში.
- საქმე ბანკებში, იუსტიციაში, რეესტრში და მსგავსი: თვეში 5 საათი რომ აიღო (ხან შეიძლება სუ არ დაგჭირდეს ან ცოტა, მარა ხან დიდ ხანს მოგიწიოს გზასა და რიგში) - 60 საათი წელიწადში
იმ "შენს" 3060-ს მინუს ეს დროები, გამოვიდა 2758 საათი 8766-დან არის შენი.
მართალია ვისაც სადმე წასვლისას გზა არ უსწორდება, ანდა კიდევ დამატებითი პასუხისმგებლობები აქვს, ანდა შაბათკვირასაც უწევს მუშაობა, ანდა შვებულებას არ აძლევენ - უფრო ნაკლები დრო რჩება თავისთვის.
მაგრამ მაინც 2758 საათი ანუ 114 დღე წელიწადში შენია.
ცუდი არაა, თუ სამსახურში რასაც აკეთებ მოგწონს,
კარგი ფლეილისტი გაქვს გზისთვის ან კარგი წიგნი რომელსაც გზაში კითხულობ, კიდევ ეს დროც გემატება რადგან საშენოდ იყენებ.
--
პირადად მაგალითად ძილითაც მაგრად ვკაიფობ, რა ჯობია გრძელი დღის მერე ბალიშს რომ ჩავეხუტები

ამიტომაც მაგ დროსაც საჩემოში ვითვლი.
ყველა მომენტს და აქტივობას, გარდა მართლა ძაან მოსაწყენების - ვცდილობ რომ კაიფი დავუჭირო - ერთი 5 წუთაინი გასეირნება კარგ "აურაზე" და კარგ ფიქრებში (სიტყვაზე) ან ნაცნობთან რამენიმე წუთიანი გადაკვეთა შეიძლება არაფერში დაკარგულ 3 საათს აჭარბებდეს.
ამ პოსტის წერითაც კი ვიკაიფე რეალურად, თან დავამუღამე რამდენი დრო მრჩება თავისთვის
This post has been edited by Risley on 11 Sep 2022, 15:15
ეგ რა არის გერმანიაში 1 თვე ვიყავი 10 კვადრატში. ფეხზე რომ ვდგებოდი სამზარეულოშიც საძინებელშიც აბაზანაშიც და ტუალეტშიც ერთდროულად ვიყავი. (c) MoBi Tattooist
You can't uncroissant a croissant (c) @simpingforgrogu