სწორია მხოლოდ ორი ვარიანტია და როცა ირიცხება ერთი ავტომატურად დგება მეორე.
თუმცა მარტო ეს არაა. პირველ ვარიანტს რა მიზეზითაც ვრიცხვათ ზუსტად ისაა დასაბუთება მეორე ვარიანტისა.
ცოტა გავშლი ამ თემას სხვა მაგალითებით. )
მაგ უცხო მთვარესავით გადახრუკულ პლანეტაზე ჩავფრინდით ადამიანები და ვხედავთ არის მანქანა დანარცენი არც სიცოცხლე პლანეტაზე არც არაფერი. მეცნიერები იტყვიან საიდან მოვიდა ეს მანქანა
დგება ორი ვარიანტი თავისით აეწყო ან ვინმემ ააწყო. როცა იმ მანქანის სირთულეს განსაზღვრავენ ადვილად მიხვდებიან რომ ვინმემ ააწყო. მერე იტყვიან კი მარა ვინ და წავლენ უფრო საკითხის სიღრმეში და დაასკვიან რომ ადრე ამ პლანეტაზე იყო ცოცხალი ცივილიზაცია ვინც ეს გააკეთა. თუმცა ისინი გადაშენდენ და ეს მათ მიერ გაკეთებული ობიექტი დარჩა მერე წავლენ უფრო სიღრმეში შეისწავლიან იმ მანქანის სირთულის დონეს და იმასაც გაიგებენ თუ ეს ცივილიზაცია როგორი ინტელექტუალურ-მეცნიერული განვითარების დონეზე იყვნენ. და კიდე გაიგებენ ბევრ რამეს.
ამ მეთოდებს მეცნიერებაში ქვია დედუქციის ინდუქციის ლოგიკური აზროვნების და სხვა მეთოდები და მათ იყენებენ მეცნიერები თუნდაც ეგვიპტური და სხვა არქ აღმოცენების დროს.
მარტივად შერლოქის აზროვნება ქვია ამას თუ სერიალი ნანახი გაქვს მიხვდები რასაც ვგულისხმობ.)
ასევე როცა ხვდები იმ გენიალურ სირთულეებს ყველა სფეროში რაც სამყაროშია ასკვნი რომ ისინი თავისით ვერასდროს აეწყობა უინტელექტო შემთხვევითი ქაოსისგან. მერე შედიხარ უფრო სიღრმეში და ამ სირთულის განსაზღვრით იმასაც შეგიძლია მიხვდე როგორი ინტელექტუალური შესაძლებლობები ქონდა მას ვინც ეს სამყარო შექმნა ასევე სწავლობ კიდე სხვა კუთხით ესტეტიკური, მათემატიკური სიზუსტის და სხვა ყველა კუთხით და უფრო მეტი წარმოდგენა გექმნება სამყაროს შემქმნელზე და ასე მიდიხარ წინ და წინ.
აბა საბავშვო ბაღი იქნებოდა მარტო იმ დასკვნებზე დგომა რომ თუ თავისით ვერ აეწყო ესეიგი ვიღაცამ ააწყო და მორჩა. ასე რომ ეს რთული პროცესია მუდმივი ახალ ახალი დასკვნების გაკეთების ამისთვის კი საჭიროა ადამიანს ცოტა მეტი დრო დაუთმობს ამ ტემებზე ფიქრს გაეცნოს შესაბამის ინფორმაციებს და ცოტა შერლოქიც იყოს.
ზუსტად ასე ხდება როცა მაგ იპოვიან ძველ სურათს და მისი მრავალმხრივი შესწავლით მეცნიერი მკვლევარები ასკვნიან ეს სურათი გენიოსმა დახატა თუ ვინმე მოყვარულმა და თუ დეტალებში ჩაეძიებიან შეიძლება ავტორიც კი გაიგონ რემბრანტი იყო თუ მიქელანჯელო.
ქმნილება ყოველთვის ლაპარაკობს მის ავტორზე. შეიძლება ავტორი თვალით ვერ ნახო თუმცა მისი ქმნილებით გაიგო ვინ არის და როგორია.
ასე რომ ამ საკითხებს მხოლოდ სერიოზული მიდგომა და სიღრმისეული კვლევა და არა ისე უცებ ბუხ და ყველაფერი ასე გენიალურად დაეწყო.