ძაან კომიკური კოშმარი მესიზმრა
მოკლედ ჩემს ძველ დიდ ბინაში ვარ, გვიანი ღამეა, ყველას სძინავს გარეთ კაციშვილი არაა
აივანზე ვარ დაყუდებული და უბანს გავყურებ
მოდის რაღაც ჯიპი, ვინმე ახალგაზრდა ბიჭი გადმოდის იქიდან და დასეირნობს
მერე მეორე ბიჭი მოდის რაღაცაზე კამათს იწყებენ,, რაღაც შავი საქმის ფული ვერ გაიყვეს
მერე მეორე უცებ მანქანას ახტება და მიდის
ის ერთი რჩება და უცებ მომაჩერდა შორიდან, პირდაპირ თვალებში მიყურებს, მეთქი ბლიააააააა
ამ დროს წამებში პისტოლეტს აძრობს და მესვრის, ძირს დახრა მოვასწარი
ისევ გავხედე და ჩემი კორპუსისკენ დაიწყო სვლა
მეთქი ბლიაააააააააააააააა
ხოდა დიდი ბინა რატომ ვახსენე, ყველგან შუქები ენთო სახლში
დავიწყე სირბილი ოთახებში და შუქების ჩაქრობა
და ერთი ოთახი იყო ოთხი ნათურით, ორი ჩავაქრე, მივედი დანარჩენთან, მესამე ჩავაქრე, მივედი მეოთხესთან და რომ ვაქრობ მესამე ინთება, მივირბენ მესამესთან ჩავაქრობ და მეოთხე ინთება
მეთქი ბლიააააააააააააა
რამდენჯერმე გავიმეორე და გავეშვი
შეშინებული ვრეკავ 112-ში რომ პოლიცია გამოვიძახო
ზარი გადის და რობოტი ქალის ხმა მპასუხობს, მომმართავს ჩემი სახელით და გვარით: "სახელი და გვარი, თავად უნდა მოაგვარო, სულ რაღაც წელიწადნახევარი დაგჭირდება, არაუშავს, რანაირი დიდი დრო ესაა, წელიწადნახევარი?!"
და ამას იმეორებს სულ
ამ დროს გამეღვიძა