Internet_Contrabandმგონი, ჯერ კარგად უნდა განვმარტოთ, პრინციპებში რას ვგულისხმობთ.
ჩემი ერთ-ერთი პრინციპია, მაგალითად, რომ სხვა ადამიანის უფლებების და თავისუფლების ხარჯზე არასოდეს მივიღო სარგებელი. რადგან ეს არაეთიკური და ამორალურია. ეთიკა და მორალი ჩემი ურყევი ღირებულებებია და პრინციპები მეხმარება ამ ღირებულებების ერთგული ვიყო.
ამ პრინციპს არ დავარღვევ მიუხედავად მისაღები სარგებლის ოდენობისა.
ეს ნიშნავს, რომ ვერ ვვითარდები როგორც ადამიანი და ახალი და სწორი ინფორმაციის მიმართ ღია არ ვარ?