მაგას ვინ აკეთებს ? ზოგიერთმა ძაან აჟიტირებულმა შეიძლება დაახეთქოს მსგავსი
მაგრამ ვისაც იტალიის ჩემიპიონატი და იტალიის ნაკრები ახსოვს , ასე ხელაღებოთ მაგისი დაწერა არასერიოზულია ამ ეტაპზე
კი არის ბრილიანტი და უზადოდ ნიჭიერი , არც ფიზიკურად არ უჭირს , აზროვნებს კიდევაც , კარგი პიროვნებაც ყოფილა როგორც ყველა ერთხმად აღნიშნავს
მაგრამ ჯერ ამხელა ტვირთის აკიდება ნაადრევი შეიძლება იყოს მართალი ხარ
მაგრამ , კარგად თუ უყურებ კვარას მომენტებს , უბრალოდ გაოცებული რჩები მისი ნიჭით და შესაძლებლობებით
თანაც ყველა დონეზე , ყველა მეტოქესთან დაამტკიცა ეს ყველაფერი
ძლიერ ნაკრებებთან (ესპანეთი შვედეთი ) და ძლიერ კლუბებთანაც
თუ კარგად დააკვირდები, თამაშიდან თამაშამდე უმატებს , ჯერ კი მხოლოდ 21 წლის არის
ქართველებს გვყოლია ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან მონდომების ხარჯზე , დიდ წვერვალებს დაიპყრობდნენ
მაგრამ თავისი ხასიათის გამო , ვერ გააკეთეს ეს ყველაფერი და ამ ბიჭში კიდევ ყველაფერი კარგი ერთმანეთს დაემთხვა
ესეთი რამ იშვიათად ხდება ზოგადადაც, როდესაც ძალიან ნიჭიერია -ზარმაცია, თუ ძალიან მონდომებულია და თავს იკლავს -ნაკლებად ნიჭიერია
მოკლედ თუ ესე გაგრძელდა კვარას პროგრესი (რისი დიდი ალბათობაც არის ) ჩვენს თვალწინ, მსოფლიო დონის ,კაშკაშა ვარსკვლავი იბადება (ჩემი აზრით უკვე არის)
საფეხბურთო გემოვნება არ დამეწუნება ესე მგონია, ფენომენი რონალდოა ჩემი კუმირი და დანარჩენი კორიფეების თამაშები კარგად მახსოვს
ფეხბურთის თავგადაკლულ გულშემატკივრად არ მომაქვს თავი , ამდენსაც იმიტომ გიწერ რომ ალბათ წაიკითხავ
შენი მესმის რასაც წერ , მეც გამიფიქრებია ეგ ყველაფერი, მეთქი ზედმეტი ხომ არ მოგვდის თქო ერს. მაგრამ არა
საოცარი ბიჭია , უკლასნესი, ეს მამაძაღლი ფეხბურთი კი ეგეთი მაგიური თამაშია, რომ ხალხს აჯადოვებს
სტერლინგის და ჯეკ გრილიშის უაზრო სირბილს, კვარას "მეჟდუ ნოგ" და დახატული პასები ურჩევნია ფეხბურთის ფანებს
არც სირბილი აქვს დასაწუნი, დარტყმა , მეტი რა უნდა გააკეთოს ?
ამიტომ გაგვიგე რა კვარათი ჩვენი გაგიჟება