რაც თავი მახსოვს, ჩემთვის არავის ჩაუყრია წვნიანში პური, არც სახლში, არც ბაღში, მაგრამ მოზარდი როცა ვიყავი და ვხედავდი პატარებს როგორ ულბობდნენ წვნიანში პურს მშობლები, ამის დანახვაზეც კი მაჟრიალებდა და კიდევ ბავშვის საჭმელს, უმეტესად სწორედ წვნიანში ჩაფშვნილ პურს, ზოგიერთები
ფია-ს ან ფიებს რომ ეძახდნენ, ამაზე გული მერეოდა ყოველთვის, ფუ..

მაკარონიანი წვნიანი დღემდე მძულს ისედაც, რა უნდა იყოს წვნიანში სლიკინა მაკარონზე საშინელი, არ ვიცი.
მანის ფაფა, მეზიზღებოდა რომ მაძალებდნენ ბაღში. ბრინჯის ფაფაც და ზოგადად ყველა ფაფა რაც რძით კეთდება, იმიტომ რომ რძე მეზიზღებოდა.
წვნიანი ე.წ. კლიოცკებით ანუ მოხარშული ცომის ნაჭრებით. როცა მახსენდება - მზარავს.
მაწვნის წვნიანი, ეს გასინჯულიც კი არ მაქვს, იმიტომ რომ სუნზეც კი ცუდად ვხდები.
ბავშვობაში მძულდა მჟაუნას წვნიანი და ჩიხირთმა, არ ვეკარებოდი, 22 წლის ასაკში გავსინჯე და მომეწონა. ოღონდ ჩიხირთმაში კვერცხის ძაფები არ უნდა დაცურავდეს.
ე.წ. ტყუილი სუპები, მაკარონით ან ბრინჯით, ყველას ვერ ვიტან.
მაკარონი პო ფლოტსკი ანუ მაკარონი ხორცის ფარშით - ვერ ვიტან, მაგრამ ბოლონეზე მიყვარს.
ჭარხლის წვნიანი, ეს არის 90ანებიდან ჩემი ყველაზე თავზარდამცემი მოგონება.
ცხვრის ხორცი და მისგან მომზადებული ნებისმიერი კერძი.

შემწვარი ან ღუმელში გამომცხვარი ხახვი.
This post has been edited by ~Annabelle°Haunting~ on 26 Sep 2022, 02:20