ეჰ თამუნია, თამუნია..
გახსოვს? აგვისტოს ცხელი დღეები წუთებს და წამებს ითვლიდნენ.. პატარები ვიყავით, თითქმის ბავშვები, უბოროტო, გულუბრყვილო, ლაღი ბავშვები. კოჯორში შევხვდით პირველად ერთმანეთს <3 როგორი ჰაეროვანი იყავი <3 ეგ შენი გიშრის გუნდებიც ურცხვად შემომიბრიალე და გამიყარე თვალებში, ვიფიქრე ვინ არის ეს ოხერტიალითქო

იქვე, სახელდახელოდ გვირილებისგან გვირგვინი გაგიკეთე და დაისს (მზის ჩასვლას) რომ ვუყურებდით, შენი დედოფალი ვიქნებიო მპირდებოდი <3 დაისის შემდეგ, ვარსკვლავები რომ აკიაფდებოდნენ კოჯრის უძირო ცის კაბადონზე, მაშინ იწყებოდა ყველაზე საინტერესო ტრადიცია ჩვენთვის... ჯერ ვიწყებდით ვარსკვლქვთა თვლას და აბა თუ გახსოვს, რიგით რომელი ვარსკვლავლის გამოჩენისას ვეამბორებოდით ერთმანეთს? <3 მაგას რა დაგავიწყებს ან ვინ ოხერი შეგვიცვლის და დაგვავიწყებს?! მეცხრე ვარსკვლავის აკიაფებას რო დავითვლიდით - უმალ ნაზი ამბორი გაგვიტაცებდა, ვინ მოთვლის, იმ ამბორის დროს რამდენი ვარსკვლავები გამოგვეპარებოდა

ყველაზე მშვენიერი და სასიამოვნო წუთები და შეგრძნებებოლი ხომ გამოპარულ-გამოტოვებული ვარსკვალების სუნთქვაში ექსოვებოდა და მახსოვს თუ რა სულმოუთმენლად ველოდებოდი მეცამეტე ვარსკვლავის გამოკვრას კოჯრის ცის კაბადონზე <3 აბა თუ გახსოვს? მეცამეტე ვარსკვლავის დავიწყების უფლება არ გვქონდა და არც გვექნება არასდროს! სადაც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა ვიყოთ და ვისთანაც არ უნდა ვიყოთ <3 დიახ! სწორედ გახსოვს! უდაბნოში, სიცხისგან გათანგული მოხეტიალე ბედუინი, რომ ოაზისს აღმოაჩენს და წყალს ხარბად დაეწაფება, ეგრე დავეწაფებოდი ხოლმე შენს ბროლის კისერს მეცამეტე ვარსკვლავის გამოჩენაზე <3 ახლაც კი ჟრუანტელი მივლის კოჯრის აგვისტოს საღამოები რომ მახსენდება... მეთხუტმეტე ვარსკვლავი? - თვალები - ის გიშრის გუნდები <3
გავიდა წლები.
მერე ჩვენც გავიზარდეთ და გავთამამდით, დაისის შემდეგ, კოჯრის მოწყენილ ცაზე, ვარსკვლავთა აკიაფების რიგითობასა და შესაბამისად ჩვენი სხეულის ახალი ნაწილების დამატების, ახალი თავდავიწყებების დრო დადგა, ის თუ გახსოვს, მთელი გალაქტიკის მასშტაბზე რომ ვაპირებდით გასვლას <3

ოჰოჰო! როგორი ამაყები, ამბიციურები და "ამურულად" ამპარტავანები ვიყავით! <3
ჩემთვის მაინც იმ მეცამეტე ვარსკვლავის მოლოდინს და მის ცაზე გამოკვრას მოქონდა ყველაზე დიდი სიხარული! დღემდე მახსოვს და მბურძგლავს, როცა მახსენდება და დარწმუნებული იყავი რომ დღე არ გავა ეს რომ არ გამახსენდეს :* <3
მას შემდეგ კიდევ მრავალმა წელმა განვლო...
შენ ალთასა ხარ, მე ბალთას.. რას აღარ ვიზამდი, ნახევარ სიცოცხლეს დავთმობდი, რომ ჩვენი ბავშვური ტრადიციისამებრ, ისევ ერთად დაგვეთვალა კოჯრის ცაზე ახალდაბადებული ვარსკვლავები... მე მაინც, ყოველ საღამოს, შენს გარეშე, ეულად ვითვლი ხოლმე ვარსკვლავებს ცაზე და მეცამეტე ვარსკვლავის აკიაფებიასას, რაღაც არაამქვეყნიურად უცნაური, ტონალური კრემის გემო ჩამყვება ხოლმე ყანყრატოში, მეთხუტმეტე ვარსკვლავზე თვალების ტუშის გემო, უმაგისოდ ვერ ვიძინებ... <3 დილით იჟოგაა <3
ეჰ, თამუნია, თამუნია...
ჩემი პროზაიკოსი კარგის ტაკიც #####ან

რა ექსპრომტი მივეცი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საბას პრემია მოიჯვას ძმაო
This post has been edited by Qariman Setieli on 8 Oct 2022, 02:36