აქტიური თემაა და აქ დავპოსტავ:
,,
არ არის ყველა მწვანე ხე ეკოლოგიური გამოსავალი და "კლიმატის გმირი" - და თუ ის ეზოში გაქვთ, კარგად დაფიქრდით
გაიცანით პავლონია ტომენტოზა - იგივე "Empress Tree"
სავალალოდ, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ეს პავლონიაა ჩარჭობილი და უზარმაზარი Green washing მიდის, ხან რეკლამებით და ხან ოფიციალური გვერდებით, რათა იყიდო და იყიდო.
გაბრიყვებენ ხალხო. როგორ გამოიყურება ახლა ეს
რეკლამები და პავლონიის დადებითი მხარე:
იგი იზრდება ელვის სისწრაფით
ყვავილობს ლამაზად, დიდფოთლოვანი და შთამბეჭდავია
ახეირებს ფუტკრებს
აჯანსაღებს ნიადაგს
შთანთქავს ნახშიროჟანგს
არის კლიმატის გადარჩენის “სასწაული”
მაგრამ რეალობა სულ სხვანაირად გამოიყურება:ყველანაირი გაგებით ინვაზიურია
თესლები ქარს მიაქვს კილომეტრებით და ასეულობით ფანტავს
მოჭრის შემდეგ ფესვებიდან ათობით ახალი ყლორტი ჩნდება - უბრალოდ ვერ ანადგურებ (მოჭრილი მორიდანაც ამოდის)
არანაირი სარგებელი არ მოაქვს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისთვის
მტვრევადია და ძლიერი ქარებისას იშლება
მაგრამ რაც ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი არის ის, რომ
პავლონია აუარესებს წყალდიდობების საფრთხეს და აზიანებს ქალაქის ინფრასტრუქტურასმისი მატყუარად სწრაფი და ზედაპირული ფესვები მარტივად
აზიანებს სანიაღვრე სისტემებს, ბილიკებს, ღობეებს ანგრევს, ტროტუარებს და ნიადაგის სტაბილურობას არღვევს.გასაგიჟებელი ამბავია, რომ სადაც კი ვნახე პავლონია, პირდაპირ საკანალიზაციო მილებთან აქვთ ჩარჭობილი, არადა 1 წელში შეუძლია გაანგრიოს მიწისქვეშა მილები 10 კორპუსის, ხვდებით ხომ?
ამასთან, ძლიერი წვიმებისას
მისი დამსახურებით ქვეითდება წყლის შთანთქმის უნარი, იზრდება ეროზიის და წყლის დაგუბების რისკი.ხოლო, ქალაქის ურბანულ სივრცეებში მისი მტვრევადი ტოტები საფრთხეს უქმნის მანქანებს, ხალხს და ელექტროგადამცემ ხაზებს.
პავლონია უკვე აკრძალულია ან შეზღუდული რიგ ქვეყნებში..."

რაკი უსურათო პოსტები მოსულა, ჩემს ფოტოს ვშლი, რომ არ გადაგტვირთოთ
This post has been edited by φία on 7 Aug 2025, 22:08