საკმაოდ საინტერესო თეორიას ავითარებს პატივცემული საბაარჩი და იქნება მართლა აქვს ამ ადამიანს დეტექტური უნარები ?
ნუ ვიქნებით სულსწრაფები თანაფორუმელებო და მოდით ცოტა გავშალოთ ეს თემა, უფრო სწორად საბაარჩის თეორია და პაწია ჩვენებური ლოგიკა შევაშველოთ.
მაშ ასე, როგორც დიდი დიდგორა წერს ხოლმე.
გასაგებია საბაარჩის ეჭვები და ვნახოთ რამდენად სწორი მიმართულებით მიდის.
თუ კარგად დავაკვირდებით ბატონი გია ავლენს აგრესიას მამაკაცების მიმართ, ოღონდ დექსტერ მორგანის არ იყოს, რომელსაც თავისი კრედო ჰქონდა ბატონ გიასაც აქვს თავისი კოდექსი, რომელიც ვლინდება იმაში, რომ ბატონი გია თავს ესხმის მხოლოდ ისეთ მამაკაცებს, რომლებიც მცირედით მაინც იტყვიან აუგს ქალთა სქესზე ))) კონფლიქტის დასაწყისში ბატონმა გიამ უდიერად მოიხსენია ამბიციური პერსონა, უფრო სწორად
მიუთითა, რომ ის არ გამოიყურება იმაზე ახალგაზრდულად, ვიდრე ასაკით არის, ერთი სიტყვით უტაქტობა გამოავლინა, რიის საფუძველიც
გახდა ის ფაქტი რომ ამბიციურმა პერსონამ ქალთა სქესის მიმართ ბატონია გიას აზრით ცუდი რეპლიკა ისროლა.
ანუ აქ უკვე ჩანს, რომ ბატონი გია სწორედ მამაკაცების იმ კატეგორიას უტევს, რაზეც ზემოდ ვწერ. პატივცემული საბაარჩიც სწორედ მაგ მიზეზით შემოწყრა და თუ კარგად დავაკვირდებით ამბიციური პერსონა უფრო ცუდად შეამკო, ვიდრე ჩვენი დეტექტივი კოლომბო )))
ანუ საბაარჩის მიმართ არც ისე სასიამოვნო კომენტარი განაპირობა საბაარჩის მიერ ქალთა სქესის ხშირად უტაქტოდ მოხსენიება.
როგორც ხედავთ ჯერჯერობით საბაარჩის თეორია კრახს განიცდის.
ახლა რაც შეეხება ის არგუმენტი განვიხილოთ, რომ ჩვენი მელი იმიტომ ტრანსფორმირდა ბატონ გიათ ფემინისტურ რაღაცებს მელის ნიკით ვერ დაწერდა და მაგისთვის უფრო კომფორტულია მამაკაცის ალტერის აღება ბრუტალური ფორმა რომ მისცეს პოსტებს
ამ თეორიაში ერთი დიდი პრობლემა გვაქვს - როდესაც ქალის ნიკით ესხმის მამაკაცებს თავს ადამიანი უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, რადგან ფორუმელი მამაკაცების დიდი ნაწილი ნომერი დაწერე ბიჯოს და შეგხვდები და ნახავ- არ მოსთხოვენ, რადგან მაინც ქალია და ქალს ისე ვერ აგებინებენ პასუხს შეურაცხყოფისთვის, როგორც მამაკაცს. ამიტომ ცოტა გაუგებარია რატომ აიღო მელიმ მამაკაცის ნიკი )))
და ბოლოს რომელი ქალს ან მამაკაც იუზერს შეიძლება ეწყინოს საბაარჩისგან ისე რამე რომ ალტერით კმენა დაუწყოს ?
ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბაარჩის თეორია კრახს განიცდის, თუმცა ესეც თეორია და თუ ვინმე საბაარჩის გამოესარჩლება და მის თეორიას ლოგიკის რელსებზე დააყენებს, მოვუსმენთ ბატონო