წისქვილში დიღომში ვარ ნამყოფი მხოლოდ, ლამაზია და გემრიელი საჭმელი, სიტუაცია მამაპაპური, მაგრამ მე არ მაღიზიანებს, ვისთვის როგორ.
თბილისში სარბენი პარკი არ არსებობს, მაქსიმუმ ვაკის პარკი და ფსიხივით 2 მეტრზე 8 საათი უნდა ირბინო, სანაპიროს არაუშავს, მაგრამ უწყვეტი ტროტუარი არაა და უსაფრთხოების ამბავში მაინც კუს/ლისის ტბა ჯობია, საღამოსაც ხალხია .
ლიტერაში ერთხელ ვიყავი, კლასიკური თბილისური შვეჩკობაა, მართალია კედლები იყო გაულესავი ( გარეთ ვიჯექი). ტორტი და კენკრის ლიმონათი შევუკვეთე და ორივე ძაან გემრიელი იყო.
გორთან უფლისციხე იზ ე მასთ, თუ კარგი ამინდია, ისეთი ლურჯია ცა ჩაიკარგები სილაჟვარდეში.
შიშა ანუ ჩილიმი? კაფეებში მოწევა რე ვიცი რე ვიცი , კი გაძლევენ ერთჯერად თავს, მაგრამ მაინც არ მხიბლავს, მხოლოდ სანდო მეგობართან სახლის ჩილიმი და მისი ჯანი.
ადრე შარდენზე იყო ჩილიმიანი ბარები, მაგრამ ახლა არის თუ არა, არ ვფლობ ინფოს.
კახეთში მარტო სიღნაღში ვარ ნამყოფი და ლამაზია, ოღონდ არ დავრჩენილვარ, საჭმელი უმაგრესი , ალკოჰოლსაც ვერ ავუარე გვერდი და გაასწორა -ასე რომ რეკომენდედ
This post has been edited by velasquez on 29 Sep 2022, 22:57