გამოსავალი არაა სამუშაო მონაკვეთის წინ და უკან გადაწევა საბოლოოდ,
არამედ იმის გაცნობიერება რომ კვირაში 5 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი წარუმატებელი მეთოდია.
არსებობს ამაზე კვლევები და სტატიები.
ხალხს რატომღაც გონია, რომ რაც მეტს ამუშავებს დაქირავებულებს დღის განმავლობაში,
მით მეტი საქმე გაკეთდება, სინამდვილეში არ არის ასე.
ადამიანის პროდუქტიულობა დღიდან დღემდე ეცემა.
კვირის ბოლოს კი ძალიან არის დავარდნილი,
შაბათ დღეს ამ ძალების აღდგენას უნდება,
კვირას კი როდესაც ახალი ენერგიით უნდა აივსოს - იმის ფიქრი დასდევს თან რომ მომდევნო დღეს ყველაფერი ახლიდან დაიწყება.
მრავალი კომპანია გადადის დღეს 4 დღიან სამუშაო გრაფიკზე - იმავე ანაზღაურებით რასაც 5 დღე მუშაობის შემთხვევაში შესთავაზებდნენ,
და მუშაობს ეს მოდელი, იმიტომ რომ ნაკლები სტრესია, მეტი თავისუფალი დრო რჩება, ნაკლები განცდა იმისა რომ მთელი ცხოვრება მუშაობაში გადის და ა.შ.
https://www.changerecruitmentgroup.com/know...ay-working-weekhttps://sloanreview.mit.edu/article/what-do...future-of-work/https://www.investopedia.com/the-impact-of-...ay-week-5203640
ეგ რა არის გერმანიაში 1 თვე ვიყავი 10 კვადრატში. ფეხზე რომ ვდგებოდი სამზარეულოშიც საძინებელშიც აბაზანაშიც და ტუალეტშიც ერთდროულად ვიყავი. (c) MoBi Tattooist
You can't uncroissant a croissant (c) @simpingforgrogu