თუ არ მიყვარხარ, მაშინ რასაც ვგრძნობ
ნარჩენებია დიდებულ გრძნობის,
აღარც თავი მაქვს მე სიცილის და
არც შნო შემომრჩა ტირილის, მოთქმის.
უკვე დამშრალი ჩემი ცრემლების
გამოდინება ჰგავდა ნიაღვარს,
ცხოვრების მიზანს უკვე ვერ ვხვდები
და ნერვიულად ვსინჯავ იარაღს.
ალბათ გამოვკრავ, და თუ ეს მოხდეს
გამბედაობა თუ კი მეყოფა,
რომ ეს შეგრძნება ჩემშივე მოკვდეს
რადგან ასეთი არ მსურს მე ყოფა.
შენ დაგიტოვებ ჩემგან სახსოვრად
მოგონებების თაიგულს, შეკრულს,
შენი ყოველი სუნთქვა მახსოვს და
მემახსოვრება ბოლომდე, ბედკრულს.
This post has been edited by _Pagliacci_ on 29 Oct 2022, 13:53
"Once you realize what a joke everything is, being the Comedian is the only thing that makes sense."