სალამი

ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ:
ერთადერთხელ 10 წლით (თავიდან მატყუებდა რომ 7 წლით პატარა იყო..

) ჩემზე პატარა ბიჭს შევხვდი 2 წლის წინ. თავის ინიციატივით მაკდონალდში დამპატიჟა. რაღაცეები გამიზიარა-პატარა გოგოებს ვერ ვუგებ ჩემხელებსო და თუ შეგიძლია და ჩემთან იქნები ძალიან ბედნიერი ვიქნებიო. ალალად პირდაპირ მითხრა.
იმ დღეს სახლთან მომაცილა და იმის შემდეგ აღარ ვნახე: სამაგიეროდ, დაიწყო გაუთავებელი სერია მიმოწერისა, იმის თაობაზე რომ განმარტოება უნდოდა..სადღაც ბებიის თუ ბაბუის დატოვებულ კოჯორში მდებარე სახლში მეპატიჟებოდა სუფთა ჰაერზე...
სხვა მხრივ, ამ ბავშვისაც მესმის: პატარა ბიჭს რომ 10 წლით უფროსი გოგო შეხვდები, უნდა გააცნობიერო ის, რომ ადამიანი ''ამოგიჩემებს'' და მერე დაიტანჯება... 2 წელი მწერდა: " დედოფალო როგორ ხარო'':)) ძალიან დამნაშავედ ვიგრძენი თავი და ვთვლი, რომ არასწორად მოვიქეცი როცა ამ ბავშვს შევხვდი: იმედი მივეცი იმისა რომ რაღაც გამოუვიდოდა ჩემთან და შედეგად ალბათ გაიტრამვა. ერთადერთ შეხვედრას მოყვა ადამიანის ასეთი ჩაციკლვა...მერე აღმოჩნდა რომ ჩემზე სულ რაღაც 7-8 წლით უფროსი დედა ყოლია-ამაზე სულ გამოვშტერდი
ბოლოს ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადე მაპატიე რომ იმედები მოგექი, მაგარი ბიჭი ხარ , მარა არ მინდა შენთან ''კოჯორში გასეირნება მეთქი'' და ყველგან დავბლოკე. მე ვერ აღვიქვამ ს 10-15 წლით პატარებს ვერანაირ კონტექსტში-
თუმცა, შენ თუ მოგწონს პატარა ბიჭები, შეხვდი.. ჩემს დაქალს ყავს 12 წლით პატარა ქმარი ეხლა და ბედნიერად არიან. უბრალოდ რაღაცეებში შენი ''გასაზრდელი'' იქნება ფსიქოლოგიურად და შრომაა დიდი... ერთხელაც თუ შეხვდები, იცოდე რომ აუცილებლად მოგთხოვს ფიზიკურ კავშირს. თუ ძალიან მოგწონს და გული გეუბნება რომ შენი ადამიანია, მაშინ შეხვდი, ისე არ გირჩევ -ისაა ცოდო და შენ გექნება მერე თავის ტკივილები...წარმოუდგენელ კომპლექსებს და სტრესებს აკიდებ ცხოვრებისეულად თუ აღარ მოგინდა მასთან ურთიერთობა,რაც არასწორია ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის ბიჭთან ჩემი აზრით.
პ.ს. ერთადერთი რაც მისაყვედურა მახსოვს მომწერა " პლანის მოწევა დავიწყე ნერვიულობისგან და შენი ბრალიაო''...მოკლედ მე არ გირჩევ დეკადით უმცროს ბიჭთან შეხვედრას, სხვანაირი სენსიტიური, ნაგლი და ტრამვირებადი ბავშვები არიან...
This post has been edited by magistra_vitae on 8 Nov 2022, 12:00
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿