#59948760 · 25 Dec 2022, 20:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ თემაში დავწერ. მოკლედ დღეს ვდგევარ გაჩერებასთან (როგორც ყოველთვის სამსახურის გზაზე.) თბილისი მოლის შორიახლოს მეორე მხარეს დგას ბეტონომეშალკა და 50 წლამდე მძღოლი საჭესთან ფურცლებში იჭყიტება. თუმცა მანქანა ცენტარულ გზაზე ცუდად უყენია შეეძლო უფრო ნაპირზე მიეყენებინა რომ მანქანებს კარგად გაევლოთ ცენტრალურ მაგისტრალზე. ერთმა მანქანამ გვერდით გაუარა გაბმული სიგნალით და წავიდა ვუყურებ მძღოლს დაყარა ფურცლები იქნევს ხელებს ჩქარა ამოძრავებს პირს და ცდილობს ეს ბეხლეწი მანქანა სასწრაფოდ დაძრას ადგილიდან თუმცა უჭირს ტრუბიდან როგორც ბუხრიდან კვამლი გასდის. როგორც იქნა დაძრა სწრაფად გადაჭრა მეორე, მესამე ხაზი წინაღამ ავარი ამოახდინა და დაედევნა იმ მანქანას. როგორი ნევროზიანი უნდა იყო რომ უბრალო სიგნალზე ასე მოიქცე და შექმნა შესაძლო საავარიო მდგომარეობა თან რას დაეწეოდა ამხელა მანქანით იმ პატარას პორშეზე რომ ყოფილიყო კიდე გასაგებია. მერე მოხდება ავარია სიკვდილი ასეთი უაზრობების გამო. როგორ მაკადრეს სიგნალიო.)
|