აი ასეთი ქვეყანა რატომ ვართ?
სხვაგანაც ხდება და მოხდება მსგავსი რამ, მაგრამ მე ხომ უპირველესად ჩემი მაინტერესებს?
მართლა ამდენი წლის ისტორია გვაქვს და კულტურა
, რაღაცნაირად ხომ უნდა მოქმედებდეს?
აბა რითიღა ამაყობთ?
არც იმას ვამბობ, რომ 200 -300 წლის წინ შექმნილი ქვეყნები რამით გვჯობია, უფრო პირიქითაა აშკარად .
ფეისბუქის კომენტარები საერთოდ საგიჟეთია.
კარგია და მივესალმები ადამიანებმა საკუთარი აზრი ყოველთვის გულრწფელად გამოთქვან, მაგრამ აქ არის ერთი რამ - სიტყვაზე, მოკვდა ადამიანი ხომ? მორჩა რა, ან კარგად გაიხსენე ან ცუდის თქმას გაანებე თავი, მინიმუმ იმიტომ, რომ ის ვეღარ გიპასუხებს და ათასი რაღაც შეიძლება გამოუგონონ მერე, აგერ შორს რომ არ წავიდეთ ჯერ მარტო ფორუმზე იმდენ ახალ ამბავს ვიგებ ჩემზე , რაც მეც არ ვიცოდი და რა თქმა უნდა არც არასდროს ყოფილა

რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო მართლა, სიკვდილი ყოველთვის ტრაგედიაა ამ ქვეყნიური, თორემ მკვდარი ადამიანი ვერაფერს ვეღარ გაიგებს და ისევ საკუთარ თავებს აყენებთ შეურაცხყოფას.
ყველანი მოვკვდებით, ეს ერთი რამ მაინც გვაერთიანებს სულ ყველას.
უბრალოდ აი წარმოიდგინეთ ან დაიჭრა ჯარისკაცი სიტყვაზე, ან თუნდაც წარმოიდგინეთ ეს ცემეს და ისე კვდებოდა , სიკვდილის წინ, ხომ აცნობიერებდა გონება, რომ ყველაფერი დამთავრდა? აი ეგ წამები მგონია იწელება ყველაზე მეტად, იმაზე ასთასჯერ მეტად ალბათ, ვიდრე 100 წლის ადამიანს უცოცხლია.
სიცოცხლე კი ყველას უნდა, რადგან აქ არის ერთი რაღაც მაინც, რისი დათმობაც არ უნდათ და თუ ყველაფერი აქვს დაკიდებული მომენტში და თავის მოკვლა გადაწყვიტა , ინსტიქტი მაინც გადარჩენისკენ უბიძგებს.
ვინ რა იყო ისედაც ვიცით ჩვენს გულებში და არის მომენტი, როცა უბრალოდ ტრაკს უნდა დააჭირო .