#59988505 · 9 Jan 2023, 01:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს, გათოშილი და სიცივისაგან ცხვირაწითლებული ახალგაზრდა ჯენტლმენი ბედად ჩამომდგარ ავტობუსში ამაყი, მაგრამ სითბოს მოწყურებული სახით დინჯად ავიდა. ეს გახლდათ სერ კიკოფი. მან აკანკალებული ხელებით რის ვაი ვაგლახით მიადო ტელეფონი ბილეთის შესაძენ აპარატს, თავისუფალ სკამზე დაჯდა და ხელები გასათბობად უბეში ჩაიყო... გზა საკმაოდ დაზიანებული გახლდათ... მცირე ხნის შემდეგ კონტროლიორმა სერ კიკოფს სთხოვა: - წარადგინეთ თქვენი ბარათი თუ შეიძლება!
რაზედაც სერ კიკოფმა ნასიამოვნები და მინაბული სახით უპასუხა: -ემსაათში სერ!
This post has been edited by ANUBIS. on 9 Jan 2023, 01:50
--------------------
"სამწუხაროა... შემდეგი..."
|