Kaifistkaსარკეში რასაც ხედავ, გარშემომყოფები იგივეს არ ხედავენ და შესაბამისად სხვანაირს გხედავენ და სხვანაირად აღგიქვამენ.
ფოტო და რეალობა სხვა ადამიანს უნდა შეადარებინო, ვინმე ობიექტურს და ჰკითხო რამდენად ემთხვევა სხვის მიერ გადაღებული ფოტო შენს რეალურ გარეგნობას.
სელფს როცა იღებ, შეგიძლია ორივე ვარიანტი სცადო, სარკის რეჟიმით და ჩვეულებრივითაც, თითქოს სხვა გიღებს და დაინახავ სხვაობას მანდაც. უმეტესობას სარკის ეფექტით გადაღებული სელფები უფრო მოსწონს, იმიტომ რომ თვალი მიჩვეულია როგორსაც ხედავს ადამიანი საკუთარ თავს სარკეში.
ცალკე საკითხია ზოგადად ფოტო როგორ არის გადაღებული და რამდენად ასახავს რეალობას, არის თუ არა ადამიანი ფოტოგენური და ა.შ.
მე ვიცნობ ისეთებს ვინც ფილტრების და ათასი მაიმუნობის გარეშე გადაღებულ ფოტოზე მაინც უკეთესი ჩანს, ვიდრე რეალურად არის. ასევე ვინც ფოტოზე უარესად ჩანს, ვიდრე რეალობაში არის და ისეთებსაც ვინც ფოტოზე ზუსტად ისეთი გამოდის როგორიც რეალურად არის.

ჰოდა, ამის გასარკვევად ვინმეს ისეთს უნდა კითხო, ვინც გულწრფელად გეტყვის რასაც ფიქრობს.
* * *
Kaifistkaპ.ს. ზოგადად გირჩევ რომ დაიკიდო.
3 დღიანი დეპრესია მქონდა, როცა აღმოვაჩინე რომ სარკეში რასაც ვხედავ, გარშემომყოფები იგივეს არ ხედავენ, მერე დავიკიდე. :დდდ