უახლოესი ადამიანები მყავს აქ.
თავიდანვე აქ დავდიოდი ხოლმე ტურისტულად ყოველ წელს და ძაან მომწონს აქაურობა, იდეალური ადგილია - ჰავა, ხალხი...
ისთში ნიუ იორკი-ბოსტონი-მაიამიც მაქვს მოტურისტებული, მაგრამ ვესთი ჯობია, კალიფორნია

პანდემიის მერე, დისტანციურად მუშაობა რო გახდა შესაძლებელი, გაზაფხული-ზაფხული ჩამოვდივარ ხოლმე, 3-4 თვით, აქ ცხოვრება მომწონს, განტვირთვაა ქართული ყოველდღიურობისგან, ვაფშე სხვა სამყაროა.
ქართული სამსახურიც მაქვს, დისტანციურად ვაკეთებ ჩემ საქმეს და აქაც შესაძლებელია თავისუფალ დროს იმდენის გამომუშავება, აქაც რო იცხოვრო ნორმალურად და პლუს დოლარებიც დააგროვო, ადამიანური შრომით, წელში გაწყდომის გარეშე...
უბრალოდ ბინის შოვნაა პრობლემა და და ნორმალური ბინის მითუმეტეს, ფაქტიურად შეუძლებელი.
მე მაგ მხრივ დალაგებული მაქვს, ახლობლის სამოთახიანი აპარტამენტები მაქვს მარტოს, ქალაქის ცენტრში, ყველაფერი ორი ფეხის ნაბიჯზე როა გარშემო.
წინა ორი ჩამოსვლა სამ-სამი თვით ვიყავი, ეხლა ვიზიანი ბავშვობის ძმაკაციც წამოვიყვანე და სექტემბრამდე ვიქნები და მერე დავბრუნდებით, მარტოობა ძნელია აქ, რაღაც დროის მერე... აქ ჩვენსავით არ არის, არავის აქვს თავისუფალი დრო შენთვის...
ქართველი მეგობარი ჯეკპოტია აქ

ოღონდ აქაური ქართველი არა, აქაურები ცხოვრების სხვა ტემპით ცხოვრობენ,
სამსახური-ოჯახი...
მომავალ წელს შემიძლია ვიზიანი მომხიბვლელი გოგო ვამოგზაურო კალიფორნიაში, ძირითადად სან- ფრანცისკო და ბონუსად 2-3 დღე ვეგასში

სექსი არ მომთხოვოს ოღონდ
This post has been edited by Frankens†ein on 7 May 2023, 04:26
Mens sana in corpore sano...