ეს ცოტა სხვა თემაა. თუმცა სწორია ჩვენი სასამართლო ედუარდ მიშას პერიოდით დღემდე ცუდ მდგომარეობაშია. ყველა ხელისუფლება ცდილობდა ეს ინსტიტუტი საკუთარ თავზე მოერგო და ის ხალხი დაენიშნა ვინც მათ ჭკუაზე ივლიდა.
თუმცა არც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ძაან დალაგებული სასამართლო სისტემა და იქაც ტენდენციურია. თუნდაც ლგბტ თემატიკასთან დაკავშირებით. მოსამართლეებს პირდაპირ ეუბნებიან თუ ამ საკითხს ისე არ მიიღებ როგორც ჩვენ გვინდა გაგიშვებთ სამსახურიდან და კარიერულად ცუდად გექნებათ საქმეო.
თუნდაც ორკაციანი ქორწინების დაკანონების თემა. უდიდეს წინააღმდეგობას შეხვდა ეს საკითხი ამერიკაში. სხვადასხვა შტატებმა და მათმა ადგილობრივმა სასამართლოებმა დაბლოკეს ეს თემა და საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს. როცა ლობისტები სახემწიფო დონეზე მიხვდნენ რომ ეს საკითხი ვერ გახდებოდა საყოველთაო რიგითი ამერიკელების წინააღმდეგობის გამო ადგნენ და უბრალოდ ვიღაც 5 კაცმა. საკონსტიტუციო მოსამართლეები რომ ქვიათ 4ის წინააღმდეგ მიიღო კანონი და ამით დამთავრდა ყველაფერი.
ანუ მდიდარ ფენას ხალხის საწინააღმდეგო აზრის მიუხედავად ყოველთვის შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილებები რაც მათ უნდათ მარტივი 9 კაციანი ინსტიტუტის საშვალებით და მილიონობით ადამიანს უთხრას თქვენი აზრი არ გვაინტერესებს დღეიდან ესეა.
მეორე საკითხი სასამართლოს გაუმართაობისა მსოფლიოში მდიდარი და ღარიბი ფენა.
თუ ადამიანი მდიდარია და შეუძლია ბევრი ადვოკატის დაქირავება. იგივე დანაშაულზე შეუძლია წლები გაწელოს პროცესი და მიიღოს შედარებით იოლი განაჩენი ვიდრე ვინმე ღარიბი ერთი ადვოკატით.
ამის კარგი მაგალითია კოზანოსტრა განგსტერების ეპოქა თუ უბრალოდ ცნობილი პოლიტიკოსის მომღერლის ან ჰოლივუდის პროდიუსერის,მსახიობის, საფონდო ბირჟების წამყვანი ბიზნესმენების, და აშ. ხალხის. მხოლოდ სიბერეში რომ იჭერენ როცა აქტუალური აღარ არიან საზოგადოებაში და უცებ აღმოჩნდება პედოფილი მანიაკი, 20 ქალი გააუპატიურა ათეულობით წლების მანძილზე, მილიონები მიითვისა, გადასახადები დამალა, თუ ხალხი დახოცა, ხოლო სანამ ძალაუფლება ჰქონდა თუ პოპულარული იყო ყველა თვალს ხუჭავდა მის დანაშაულზე.
მერე სიბერეში უსჯიან 100+ წლებს და უვადოებს

კონკრეტულ გვარებს აღარ ჩამოვწერ. )
This post has been edited by daviti35 on 13 May 2023, 18:47