velasquezწყალი ბევრგან არაა. ბოლოს ვიყავი იმერეთში და ადგილობრივები უკეტავენ წყალს თბილისიდან "ჩამოთრეულ" ხალხს იმიტომ რომ საკმარისი არაა წყალი და ბაკის სისტემაა. არის ასევე რომ მართლა არაა წყალი სოფლებში და ბოცებით უნდა ათრიო სადღაციდან.
ჰოდა რამდენი უნდა გამოიბანო მაგდენჯერ თუ უნდა ვათრიო აღარ მინდა რა

დღეში ორჯერ ვიღებ შხაპს ზაფხულში და სოფელში ეგ რთულია. მე გამიმართლა იმით რომ მდინარე იყო ახლო მახლო და იქ ვხტებოდით ხოლმე. თორე რამდენი რამე დამჭირდა ნალიაში უნდა მერბინა დღისით რომ მოფარებული იყოს და ეგ ნალიაც ხმარებაშია. ახლა შანსი არაა უბრალოდ ეგეთი რამე გავაკეთო მაგრამ ახლა სახლიც მოდერნიზებულია და ვანა ტუალეტი შიგ არის თუმცა ვთქვი უკვე რომ ჩემი არაა.
იყიდე სახლი, მოაწყვე ყველანაირად რომ წელიწადში 1 ხელ ჩახვიდე აღარაა ფინანსურად მართებული. გაქურდავენ დახურულ სახლს და მერე ხარჯე ისევ. კახეთში მეგობარს სახელურებიც კი დაუხსნეს კარებებიდან მეტალის. ვაბშე გააფარჩაკეს სახლი..
ჰოდა ვინც კეთილმოწყობილია მაგათ კი სიამოვნებთ .. სოფლის სახლი კარგია აბა რა.