ჩემნაირ გიჟს თუ ნახავ ღამის 11საათზე, რომ მუშაობდეს უთხარი.
მოკლედ რომ ვთქვა როგორ აღვმოჩნდი ამ გაუგებრობაში.
როცა კორონა დაიწყო ძირითად სამსახურში გვითხრეს კვირაში ერთხელ იარეთ და ხელფასი იგივე გექნებათო.
მეც ნახევარი წელი ვიჯექი სახლში და უსაქმურობა მომბეზრდა ვიფიქრე ცოტა კერძო საქმეებზე გავივლი მეთქი.
დავიძახე ვის გინდათ მუშა იაფადო და ერთი 20 კაცი მეცა. მათ შორის ბევრი შენზე ბევრად მილიონერი. )
თავან ადვილი იყო ყველას ვასწრებდი, მერე ნელნელა კორონამაც გაქრობა დაიწყო და სამსახურში გამომიცხადეს გეყო გულაობა კვირაში 5 დღიანზე გადმოდიო.
აღვმოჩნდი დიდ გაჭირვებაში და იძულებული გავხდი ღამღამობით და შაბათ-კვირა ვიარო ყველასთან. თუმცა ნელნელა ვიშორებ თავიდან 6 კაცი უკვე მოვიცილე სხვებსაც ვუთხარი თუმცა არავინ არ მიშვებს იმისგან წამოდი და ჩემთან დარჩიო. ეგრე კი ყველა მეცოდება ხალხს რომ მიეჩვევი მერე მათთან დამშვიდობება ძნელია. თუმცა მომიწევს თორემ საავადმყოფოში ამოვყოფ თავს ასეთი მუშაობის რეჟიმით.
მოკლედ ნამუშევარზე რომ ჩაჯდები საღამოს ცარიელ და ბოლომდე აწეულ კონდენციონერიან ავტობუსში 1 საათი მაგრად ასწორებს.)
საინტერესო ამ პროცესში იყო რომ პირველად მქონდა შეხება მდიდარ მილიონერების კლასთან და შემეძლო ჩემი ფსიქო დაკვირვებები მეწარმოებინა მათზე როგორ ცხოვრობენ, რა უხარიათ და აშ.
თუმცა ნელნელა მოვიცილებ მათაც.