KickOffრა კი რა მშია!
Tipersonტკბილეულზე არასდროს ვიჯექი მაგრამ უაზრობებში დამიხარჯია კი და უპრაკუნოდ გამიცია. ცუდ რამეებს ვგულისხმობ როცა მერე დამიკიდია და არ იყო ესეიგი მნიშვნელოვანი, თორე ნარკატა ან რამეს არ ვიყენებ.
მაგალითად ტანსაცმელში რომელიც არ მჭირდება, იმაზე მეტი ტანსაცმელი მაქვს რის ჩაცმასაც ვასწრებ და მუდმივად გავცემ ასევე. სამკაულები ვიყიდე. ახლა მომბეზრდა და აღარ ვყიდულობ. მივეცი დედას, დას, მეგობრებს და დამრჩა კიდე მაგრამ გადამივიდა მუღამი და არ ვიკეთებ. აგერ დივანში გვერდით ჩამივარდა 2 ბეჭედი რომელსაც ვერ ვიღებ თუ არ გადავხსენი შუაში, მათ შორის ერთი თითქმის 2კარატი ბრილიანტის, ერთი 1902 წლის ანტიკვარი ფაქტიურად. მესამე ბეჭედი ჩამივარდა სავარძელში, დაჟე დამავიწყდა რომელია უკვე.
ან რაღაც პონტში გადამიხდია სადაც არ მიხალისია ძალიან და არ ღირდა. აგერ გუშინ ვიყავი სტეიკებზე სადღაც ფოე ფოე ადგულას. დავპოსავ საჭმელების თემაში. ნუ სტეიკია და რავიცი, არ იყო ცუდი მაგრამ სუპერიც არა. მაგ ადგილას იმიტომ წავედი რომ ჩემს დაქალს უნდოდა და რავიცი აღარ დავადე ვეტო რაც შემეძლო. განა სიამოვნებაში არ ვიხდი მაგრამ არ გამისწორდა ეგრე მაგ ფასად.
მოგზაურობაში ვხარჯავ ბევრს. ბრაზილიაში რომ ვიყავი მომენტში გადავწყვიტე რომ ბარემ აქ ვარ და დავაი ჯუნგლებში. რუმინეთში ვიყავით ორი გოგო, ბუქარესტში. ტაქსი ავიღეთ და ტაქსით ავედით ტრანსილვანიაში რომელიც იქვე ტაქსში გადავწყვიტეთ. დაყლევდა ტიპი. სადღაც 3 საათი იყო გზა ერთი მხარე.
ფულს გავცემ უაზროდ. ათასებს. ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. მიყენებენ ხალხი, ვიცი რომ მიყენებენ მაგრამ რავი, ჩემს თავთანაც კი ვერ ვხსნი რატომ გავცემ

ვაბშე არავინაა დამფასებელი თან. გიძულებს ხალხი მერე რომ იტყვი ამ თვეში არ მყოფნის ქეში და ვერ მოგცემო.
ერთი რამე რაშიც ვხარჯავ და არ მგონია დაკარგული არის ჯანმრთელობა. წლიურად ვემოწმები ოტიდო ისე რომ არაფერს ვიზოგავ. წელს ეგ სიამოვნება 1,000 ფუნტზე მეტი დამიჯდა. ფრჩხილიც რომ ამტკივდეს ვიძიებ რა მჭირს რატო ამტკივდა. კბილების ექიმთან პროფილაქტიკა არ გამიმაზია ასევე წლებია. DNA ანალიზები ჩავიტარე და რავიცი ჩემს თითქმის ყველა მარკერზე დატა მაქვს და როცა დავბერდები ვიცი სად რა მენძრევა. ეს სერვისები პრივატულად ვიყენებ და ვიხდი. ჩემთან ექიმი უფასოა როცა გჭირდება და ჩემნაირი პროფილაკტიკა სასტავს უწევს გადახდა ჯიბიდან. დაზღვევაც კი არ იხდის დეტალურ შემოწმებებს.
ვეღარ ჩამოვთლი იმდენი სისულელე იყო რა. მარლაც უამრავი უაზრობა მიკეთებია ჩემი ოფლით ნაშოვნი ფულით და მომენტებში მიტყდება
ნუ ის არის კი რომ რაღაც ქონება დავაგროვე, ჩემი ადგილი მაქვს, რაღაც ინვესტიციები და სეიფთი ნეტი მაქვს იდეაში და მოქალაქეობაც. მაგრამ უფრო მეტი შემეძლო რომ არ მეპრანტა. მოკლედ ფულის ხარჯვას ვერ შევეშვი რაც ცუდია. ზოგი მეგობარი მეუბნება კარგიაო რომ აი ბევრი რამე გააკეთეო და ხარჯავო მაგრამ ყველაფერში ნაღდად არ ღირდა ფლანგვა.