T-mademoiselleეხ, თიკა ჯამბურიას რომ მაგონებ იუზერო
რას ვიზამთ
ვისაც რა გვაქვს დიდი იმით ვიწონებთ თავს
მე ამ შემთხვევაში თავდამბლობას გამოვიჩენ და ვიტყვი, რომ ჯერჯერობით დიდი პოსტების წერა არ მეზარება და ამიტომ სატრაბახო მხოლოდ ეგ მაქვს

თუმცა, თუ ოშოს დავუჯერებთ ,რაც უფრო პატარა მადას მივცემთ საკუთარ ეგოს, უფრო ბედნიერი ვიქნებით
თუმცა, ამ შემთხვევაში მეტი მართლა არაფერი მაქვს დიდი რომ ვაჩვენო დამსწრე საზოგადოებას, თორემ ოშოს ჭკუაზე კი არ დავდივარ
იმედია, ეგ თქვენი ირონიული პოსტი, იმის გამოძახილი არ იყო ნინო ხარატიშვილის შემოქმედება არც ისე კარგ "კონტექსში" რომ მოვიხსენიე
სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ პირველად ვნახე გოგოს ისე უხდებოდეს ჭორფლები, როგორც თქვენ გიხდებათ, მართლა იშვიათი სანახაობაა.
იმედს ვიტოებ, ამ კომპლიმენტს სხვანაირ ელფერს არ მისცემთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვაფასებ ლეგენდარული თედოუსი პიკაპ-მიკაპის ტექნიკას, ეს კომპლიმენტი გულწრფელი გამოძახილი იყო თქვენს ვიზუალზე
სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა გოგო ბრძანდებით მართლა, მიუხედავად იმიასა, რომ ცოტა ზედმეტად ჟარგონს გამოვიყენებ და დაგრუზული მეჩვენებით, მაგრამ ფსიქოანალიზები უკვე აჩკიპას სფეროა, სადაც მე კონკურეციას ვერ გავუწევ
მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!
არადა, როგორ მინდოდა გრილ ღამეს გისურვებ-მეთქი დამეწერა, მაგრამ ზაფხულიც ისეთ დღეშია, როგორც დღევანდელი უსათაურო
lovelock"ფინთი გურულს" სულ სხვა დაჭვირთვა აქვს ჩვენს ქვეყანაში
თქვენს საქციელს გურულობასთან არაფერი კავშირი არ აქვს, რა მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ.
გურულებმა ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს აიმაღლეს ხმა რუსეთის წინააღმდეგ და ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი გურიის რეპუბლიკა, სადაც პირველად მისცეს ქალებს ხმის უფლება და ეგ ფაქტი ჩვენთან კი არა, ევროპაშიც ახალი ხილი იყო )))
ხოდა, ძალიან გულდასაწყვეტია იმ ხალხის შთამომავალი ქალურ სოლიდარობას კი არა, სამართლიანობასაც რომ გვერდს უვლის
ამიტომ იყო ჟღერდა ჩემი პოსტი ერთი შეხედვით ასე "მანდილი მინდა ჩავაგდო და მშვიდობა ჩამოვაგდო, მაგრამ ამავე დროს ნამუსზე ავაგდო!"
სინამდვილეში ბავშვობიდან ვერ ვიტან უსამართლობას
და ამიტომ გამოვხატე ჩემი პროტესტი და დავაფიქსირე საკუთარი აზრი იმის შესახებ, რომ იუზერი კატუტუს აღშფოთება სრულიად ლეგიტიმური იყო
არადა, აჩკიპას რომ გაუბრაზდით, ვიფიქრე სულერი და ვიპოვე, რომელსაც ჩემსავით აღიზიანებს უსამართლობა-მეთქი და თურმე ისეთივე ბუტაფორიული ყოფილა თქვენი სოლიდარობა, უფრო სწორად შერჩევითი, როგორც ჩვენი სასამართლო
საქმის გარჩევა მითუმეტეს ამ ყველაფერს მივცეთ ძველი ბიჭების ოლდ სკული ელფერი ასევე არასწორია,მაგრამ მოწმეა მაღალი ოდინი, ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი თუ მხოლოდ ეგ იქნებოდა თქვენი შეცდომა და არა ის, რომ მასკულიზმის გამეფებულ სტერეოტიპს ფრთები შეასხით და ქალური სოლიდარობა სიყალბეთ აქციეთ.
თქვენი ნებაა
იმედი მაქვს სხვა თანამებრძოლ დას ან ძმას ვიპოვი
ახლა წავედი და სანამ სწორ კვებას დავიწყებ ძველ ხელობას გავიხსენებ და 5 ცალ ნაყინს გავავლებ მუსრს <3
თქვენ კიდე იფიქრეთ, როგორც ერთი ლეგენდარული იუზერი იტყოდა
შეცდომის აღიარება არასოდეს არ არის გვიან
ჩემზე კიდე პრიმიტიული ტექსტით გამოწევა და ვითომ ფინთი გურულის იმიჯით დაჯახება არც ისე კარგი იდეაა
აი, პლატონის იდეების თეორიაც არ იყო მთლად კარგი, მაგრამ გამოქვაბულიდან გამოსვლის მეტაფორა ძალიან კარგი რამე გახლავთ
ამიტომ, მე ხელს ჩაგავლებთ და ვეცდები ერთად გამოვიდეთ მზის შუქზე და ნეგატიური ემოციები გამოქვაბულში დავტოვოთ )))
როგორც გურიაში იტყვიან ხოლმე
დაე მშვიდობას გაუმარჯოს!
მოდი მშვიდობა იყოს ჩევნთან ლავლოკ