lovelockრადა ვართ
ქართველნი ასეთნი
რათა ვსვამთ
სიძულვილის სასმისას?!
ასე ერთი მუჭა
ხალხი ვართ და ამდენი
ღვარძლი საიდან?
ლანძღვას არ სჯობს
ლავლოქა მხრებზე
ერთმანეთს დავადოთ
თავები და
გავუზიაროთ ჩვენი გულის
დარდები!...
ეხ ჩემო თანაფორუმელებო
საქართველოში თუ ხშირად
მზე და დარია სამაგიეროდ
ხალხის გულებს დაუფლებია
ავ- დარი და ასე დაგვიდგა
ერთმანეთის მიმართ
ცივი ზამთარი
რა სამწუხაროა ,რომ არა გწამთ დიადი იდეების და იმის, რომ ვიღაცა მართლა იმაღლებს ხმას ამ ჩამყაყებული და სტეროტიპული აზროვნების წინააღმდეგ )))
ისე მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი საბოლოოდ დაუკავშიროთ ფლირტს, სექსებს და ზოგადად მხოლოდ ცხოველური ინსტიქტებით მოქმედებას ))) ალბათ, სხვანაირად ვერც კი წარმოგიდგენიათ ურთიერთობა და ყველაფერს აუფასურებთ
წარმოდგენაც მზარავს თუ როგორ ურთიერთობას დაინახავდით ჩემი და რატატას, როდესაც ჯერ კიდევ პირტიტველა რატატამ ამაყად განაცხადა ბრიტინი სპირს ვუსმენო და ჩემი კუმირიაო და ამ დროს აქ რომ დატაკებოდა ხალხი შემდეგი სახის პოსტებით " ოეეე! რა ბრიტნი სპირსი ?! ჩვენ აქ მხოლოდ The Yardbirds ვუსმენთ ძმაო! და ეგეთები არ იყოსო!" ყოველივე ამაზე მე რომ პროტესტი გამომეხატა და დამეწერა: რას ამბობთ ხალხო ?!
როგორ შეიძლება ბრიტინი სპირსის სიყვარულის გამო ადამიანს გადავუსვათ ხაზი ? ეხ, ნუთუ ვერ დაინახავდით ჩემს გულწრფელ პროტესტ და გამოქომაგებას და ასე პრიმიტიული ტექსტით მიპასუხებდით- შენ რატატას დაკერვას აპირებო )))
ასევე იმედს ვიტოვებ, ამხელა პოსტების შემდეგ თქვენთან ფლირტის მცდელობას არ დამაბრალებთ )))
ყველანაირი დიალოგი და დებატებიც კი- სამწუხაროდ მასე ბანალურ დასასრულამდე მიგყავთ.
უმიზეზოდ ადამიანზე თავდასხმა მომგებიან სიტუაციაში არ გაყენებთ, პირიქით უფრო წამგებიანია თქვენი პოზიცია.
მე თქვენთვის ცუდად არ მომიმართავს. მხოლოდ ობიექტური რეალობის ფაქტებით კონსტანტაცია მოვახდინე.
რა თქმა უნდა- თქვენ შეგიძლიათ ჩემი ობიექტური რეალობა სუბიექტური აღქმის სტატუსით დასაჩუქრო, მაგრამ მაგისთვის ფაქტებია საჭირო და კონტრარგუმენტები-რომელიც როგორც ჩანს არ გაქვთ და პრიმიტიული ბრალდებები ჩემი მისამართით, მხოლოდ თქვენი უსამართლო ბრალდების კიდევ ერთი მყარი არგუმენტია.
მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამაყაი სახით დავტოვე თემა, თითქოს ჩემი მიზანი თქვენი დამარცხება იყო დებატებში, უბრალოდ ის ნამდვილად მინდა და გამიხარდება თუ ნეგატიურ ემოციებს საშუალებას არ მისცემთ თქვენი პიროვნული "მე" მცდარ გზაზე დააყენოს, საიდანაც
უკან დაბუნება ოდისევსი მსგავსად ძალიან სჭირს.
არ მისცეთ საშუალება ლავლოქ საკუთარ ეგოს თქვენში მოკლას გურული ფემინისტი და ტიპიური ქალური ბოღმით იქნას ოკუპირებული თქვენი სულიერი სამყარო
მჯერა, ძლიერი გოგო ხართ და თქვენ ამას შეძლებთ!
შეიძლება კატუტუსთან ერთად ქალთა უსათაუროს მოძრაობაც ჩამოაყალიბოთ
კარგად ბრძანდებოდეთ <3
მე მეტის ვერაფერს დაგიწერთ და აღარ შეგეხმიანებით სანამ სტეროტიპებს არ გასძახებთ გარეთ