#62751096 · 14 Oct 2026, 01:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთხელ კარგ სიტუაციაში ვარ, დროს სასიამოვნოდ ვატარებ და მირეკავს ჩემი ძმაკაცი, ისეთი სიტუაცია იყო, რამდენიმე დღეა ერთად ვმოძრაობთ და რომ მეპასუხა უნდა მეთქვა სად ვარ და შემდეგ ორი ვარიანტი იყო, ესეც იქ მიმეყვანა, ან მე წავსულიყავი მასთან ერთად, წასვლა არ მინდოდა, ვერც იმ სიტუაციას მოვარგე, ავდექი და არ ვუპასუხე, ეს ჩემისა ადგა და სულ სხვა მხრიდან გაიჩითა იქ, ტელეფონი სად გაქო, მეთქი არ მაქ და ზარიც გაისმა ჯიბიდან, გაეცინა, გამეცინა, პროჭი ვერ გახდები, პროჭი უნდა იყო არაფერი უთქვამს, მარა თქმა რათ მინდა, არაუშავს გაკვეთილია, ამბობენ აღიარება გამოსწორებისკენ გადაგმული პირველი ნაბიჯიაო, რამდენად მართალია არ ვიცი
|