#60719265 · 21 Sep 2023, 02:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
~Annabelle°Haunting~
რა ღირს ეგ დაზღვევები თვეში დაახლოებით?
მართლაც ძალიან ცუდად ყოფილა სამედიცინო სფეროს საქმე და ასე არ იყო ადრე. ფასები რომ ძვირია ეგ მივხვდი მეც. როცა ჩამოვედი 2 მრტ გავიკეტე, სისხლის სრული პანელი, გულის ექიმთან ვიყავი და ერთი ულტრასაუნდი გადავიღე. ანუ მთლიანად არ გამიკეთებია ყველაფერი და ეგ უკვე სადღაც 2კ + ლარი ღირდა, ზუსტად არ მახსოვს მაგრამ სადღაც ეგრე. ერთ ერთი მრტ იყო მუხლზე, ჩამოვიტანე დისკი აქ ექიმთან და არ ჩაუწერიათ სწორად და დასკვნა ვერ მომცეს წესიერი. მომიწია ისევ აქ გადაღება მუხლზე რაც საბედნიეროდ დაზღვევამ გადაიხადა.
ბრიტანეთში ცოტა სხვანაირადაა. აქ არის დაზღვევა და ასევე უფასო სისტემაც. არც ერთი არ აკეთებს ჩექაფს უფასოდ. ანუ უნდა მიხვიდე და როგორც თქვი უთხრა რომ სიმპომები გაქვს და მერე გაგიშვებენ. მაგრამ არსებობს მინიმალური ჩექაფ პაკეტი რომელიც 350 ფუნტი ჯდება. აქ შედის სისხლის საერთო ანალიზი, განავალის ანალიზი კიბოზე, საშვილოსნოს ანალიზი ასევე კიბოზე (კაცებს კვერცხების კიბოზე) და სხეულის შემოწმება - წონა, სიმაღლე, რაიმე ჰო არ გაქვს სიმკვრივეები, ძუძუს კიბო, კაცებს ჰემოროიდები და ა.შ.. კვალიფიციური ექიმია ეს ადამიანი და გისმენს. გაძლევს რეკომენდაციას, გითვლის რამდენ ალკოჰოლს იღებ, რამდენ რას ჭამ და ა.შ. თუ რაიმე ინახა მერე გაძლევს ცალკე რეკომენდაციის წერილს რაც გინდ ფასიანში მიიტანე და გინდ უფასოში, უფლება არ ააქვთ რომ არ გაგსინჯონ როცა ექიმი ამბობს გამოსაკვლევიაო. მე გავესინჯე მაგ 350-აინზე და რაღაც ანალიზები მომთხოვა ასევე ეგ ცალკე 500 დაჯდა. საბედნიეროდ ჩემმმა კომპანიამ დაფარა ორივე და არაფრის გადახდა არ მომიწია ამიტომ პრივატულად გავაკეთე მაგრამ უფასოდაც გააკეთებდნენ. მომავალ წელსაც იგივე ანუ ეს წლიური რამეა რასაც კომპანია გჩუქნის. მაგრამ არც ისე ძვირია ხელფასთან შედარებით რომ ვერ გაიმეტო შენს თავზე. კბილის ექიმთან ჩექაფიცაა, წელიწადში მაძლევენ 180 ფუნტს რომ გავესინჯო და გავიწმინდო. უცბად რაიმე რომ დამჭირდეს 500 ფუნტს იხდიან ასევე.
ერთი რამეა ოღონდაც. უნდა დარჩე ამ კომპანიებში ეს შეღავათები რომ გქონდეს. ისე არ ვიცი ზუსტად რა ჯდება მაგრამ ერთი რამ არის კარგი, შენ თუ გაქვს დაზღვევა კომპანიიდან შენი ოჯახიც დაზღვეულია შენთან ერთად ანუ 1 ადამიანი რომ მუშაობდეს ეგეთ ადგილას უკვე საკმარისია. ცოლ-ქმარი და შვილები შედის ამაში.
ერთი რამე არ მომეწონა ასევე საქართველოში და ეს არის პრივატული სასწრაფო.. what the actual fuck.. ანუ ცუდად რომ გახდე პრივატული სასწრაფო მოვა და მერე ფული უნდა გადაიხადო სანამ გამოეწერები საავადმყოფოდან. მგონი საქართველოში ამერიკულ სისტემაზე უნდათ გადასვლა მაგრამ ფული არ ააქვს ხალხს..
--------------------
ყველაზე ევროპელეე ფუჩურე © kivilee ეროვნული სპორტია ყველაფერზე კამათი © bartra1234
ადრე კაიფისტკას ტრაკზე ან ქეთუს ძუძუებზე მიდიოდა ბაზარი, ახლა საბარჩას და ჰერმიონას დიქ ფიქებზე © ბიჯო
|