OliverMess"არ მომკვდარა კინო"
არ მომკვდარა კინო,
შემიძლია დავიგინო,
სანამ დარბაზში შუქი აინთება
ეცადე არ მოგკლან სიბნელის რაინდებმა.
დადის ვირუსი სახელად 19,
"მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება"
როგორც იტყოდა გალაკტიონი,
და შენ წიხლი დაგაჭირეს გამეტვით
გულაობს მრევლი, მამაო, სიონი......
არ მომკვდარა კინო,
შემიძლია დავიგინო!
ჯერ გრძელი შავი ფირია,
მალე იქნება კინოც.
........................
2020
.........................
აწი თქვენ გააგრძელეთ მე არ ვიცი ბოლომდე.
მშვიდობით 2024 მფრინავი გიგანტური დრაკონის წლამდე