რად უნდა მაგდენი ჩალიჩი, გაჩითე ვინმე ახლობელი პატრულში/შსს-ში რო მუშაობდეს და ეგაა.
მაგათ ბაზებში ყველაფერს ნახავ...
ოფიციალურსაც და არაოფიციალურსაც, ნასედკა მეზობელი რასაც აწვდის შენზე

ესე 15 წლის წინ ერთ გოგოს ვხვდებოდი და იმან მომცა ვიღაც პატრულის თანამშრომლის ექაუნთი, მაგის დაქალთან დვიჟენიობდა და ეტიპა და მისცა ამის დაქალს თავისი ექაუნთი.
ნებისმიერ ადამიანზე ყველანაირი ინფორმაცია იყო.
ხო და ვკაიფობდი ხოლმე და ვნახულობდი შინაურებზე რაღაცეებს, ჯარიმებს და ეგეთებს და ვეკაიფებოდი ხოლმე

ახლობლებშიც გაბაზრებული მქონდა და ვისაც რამე სჭირდებოდა, ვნახულობდი ხოლმე

და აქ, ამ ფორუმზე ერთი ჩათლახი იუზერი იყო, შსს-ში მუშაობდა, ნიკს არ ვიტყვი, 15 წლის წინ ცნობადი იუზერი იყო და აქ ბლატაობდა ხოლმე, მაღალ თანამდებობაზე ვარო.
ხო და დავძებნე იმ საიტზე და შსს-ს პუსტა-პუსტა აიტიშნიკი იყო და დავუდე სქრინი, რას ბლატაობ, არ ვიცოდე მაინც ვინ ხარ მეთქი

ხო და კინაღამ გამსროკეს

კი დამემუქრა ის იუზერი, მაგრამ ერთი ადგილი არ მომჭამო მეთქი და ვერც მომჭამა.
თვითონ სისტემას კიდე მაგრად ვეკიდე როგორც ჩანს

თან მაგათი ხაიაც იყო, შსს-ს ბაზაზე მილიონ ხალხს გვქონდა წვდომა

უბრალოდ მანამდე არ ეწერა და მაგის მერე მაგ ბაზაში სანამ შეხვიდოდი, დააწერეს - არასანქიცრებული შესვლა ისჯება კანონითო.
მერე აღარც შევსულვარ, აღარ მქონდა უკვე პაროლი, გააჯმევინეს იმ პატრულს სამსახურიდან, ვისი ექაუნთის პაროლიც მქონდა.
თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი ახლობელი იყო სტუმრად სახლში და სამსახურებრივად ქონდა წვდომა ბაზებზე და რაღაცაზე დასჭირდა და ჩემი კომპიუტერიდან შევიდა და ეგრევე დაურეკეს, თქვენ იყავით შესულიო?

ყველა გარედან შესვლას აკონტროლებდნენ უკვე თუ ჩემზე იყვნენ ჩასაფრებული, მაგდენი აღარ ვიცი

თუმცა საჯარო რეესტრში კი არის დაფიქსირებული რამდენად გაიყიდა ბინა, მაგრამ ტრუხაა ეგ.
ზოგი მაღალ ფასს წერს, ზოგი დაბალს, გადასახადის გადახდა რომ არ მოუწიოთ.
არავინ აკონტროლებს მაგას.
This post has been edited by Frankens†ein on 14 Nov 2023, 21:08
Mens sana in corpore sano...