აუფ
ბავშობაში მამაჩემმა მითხრა ცოდნას თუ შეიძენ ეგ ისეთი რამეაო სადაც უნდა იყო და ენაც არ იცოდეო აუცილებლად გაიკვალავ გზასო. მართლაც ასეა მე რაც ჩემმა გამოცდილებამ მანახა. ჰოდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება თან დამყვება სანამ ცოცხალი ვარ. ერთი დღე არ გამიცდენია უმუშევრად და აბსოლიტურად არანაირი ჩაგდება არ მაქვს CV-ში დაჟე 1 კვირაც კი

ბოლო 14 წელია ასევე კარიერული ტიპის სამსახურებში ვარ და ცოტა რაღაცეები გამეგება

მანამდე კი სტუდენტურ სამსახურებშიც ვიყავი. მოკლედ არ დავიკარგები. საერთოდ არ ვაპირებ ვიმუშაო 6 თვე, ან 1 წელი. როგორც იქნება რა. დავისვენებ ჯერ კარგად, მანდ სოფლებს დავიარ დავათვალიერებ, ქართულ წიგნებს წავიკითხავ და მერე როცა კარგად გავიცნობ სიტუაციას ვიმუშავებ. რავი.
ეკონომიური მიგრანტი მე არასოდეს ვყოფილვარ აქ რომ დავრჩე და კიდევ ჩემი დრო ფულში გავცვალო. ერთი გოგოსთვის საკმაოდ აქტივები მაქვს ასევე: საპენსიოშიც, ფონდებშიც, აქციებშიც და უძრავ ქონებაშიც აქ. არ მემუქრება არანაირი მათხოვრობა. ჩემს საცხოვრებელსაც აქ ვიტოვებ.
მესმის რომ ცოტა ისეთი რამეა ასე ჰოპ და დაბრუნდე. საკმაოდ სარისკოა კი, თან კარგ შემოსავალს დავკარგავ აქ რა თქმა უნდა და უფრო ნაკლებით ვიცხოვრებ მანდ მაგრამ ადამიანს ფული რად გინდა თუ არ შეირგე ცხოვრება და ისე არ გაატარე დრო როგორც თავად გისწორდება? ბევრი დავხარჯე გართობაში, მოგზაურობაში მაგრამ სუპერ მოგონენებებიც მაქვს და ისეც არ ყოფილა რომ ყველაფერი დამეხარჯოს. ყოველთვის ასე იყო ჩემთვის რომ ფულს ვიყენებდი და არა ის რომ ფული იყო მიზანი.
რაიმე რომ დამჭირდეს და კატასტროფა სიტუაცია გაიჩითოს ჩამოვალ უკან, ბრიტანეთი მიპატრონებს დამშვიდდით სასტავ არავის დაგადგებით სამსახურზე

. მოქალაქეობა მრჩება ბრიტანეთის, არ იკარგება ეგ უკან დაბრუნებით. ასევე ვიმუშავე უკვე საკმაო წლები რომ ბრიტანეთის სახელმწიფო პენსიაც რომ დამენიშნოს როცა მაგ ასაკამდე მივალ. ასე რომ საკმაოდ მშვიდად ვარ მაგ მხვრივ. ყველაზე მეტი მე რაც მეკარგება დაბრუნებით არის კარგი სამსახური რაც ახლა მაქვს, თან შარშან დამაწინაურეს, მაგრამ მანდ ჩამოსვლით ბევრი სხვა რამეც მექნება და ბევრი სხვა არამატერიალური კაიფის დაჭერას ვაპირებ

დანარჩენი რავიცი, დავწერე უკვე რომ დანაკლისი მაქვს იმის რომ ჩემს სამშობლოში არ მიცხოვრია და მინდა ჩამოვიდე და ვიყო მანდ. ვისაც არ მოგწონთ კი მიდიხართ ემიგრაციაში. მე ვბრუნდები იმიტომ რომ მაქვს ფინანსური თავისუფლება რაც მინდა ის ვაკეთო

რაღაც რჩევები კი მაინტერესებდა მაგრამ ნომერ პირველი რჩვევა დაიწერა რომ არ ჩამოხვიდეო