ყავა არა, არამედ "თურქული ყავა" - ანუ მომზადების მეთოდი, არ ვიცი სხვანაირად როგორ ჰქვია ქართულად

აბა, მაინცდამაინც თურქეთში წარმოებული ყავით კი არ კეთება

კი, ეგ თავისთავად

მინ. 50 ლარიანს მაინც ვყიდულობ ხოლმე

ანუ მანდ ფასებში მომზადების მეთოდები ვიგულისხმე და არა ყავის ხარისხი

მოკლედ, თურქული ყავა არ ვარგა, რადგან ნალექიანია და სწორედ ეგ ნალექი არ ვარგა, უნდა გაიფლიტროს.
იაფიანი რაც არის: აეროპრესი, ფრენჩ პრესი, მოკა;
საშუალოფასიანი: სხვადასხვა დრიფ აპარატები და ნესპრესოს მანქანები, ასევე ვ60.
ძვირიანი: ესპრესოს აპარატები.
ეს ახლა უცებ რაც გამახსენდა, სხვა საშუალებებიც იქნება.
აეროპრესს გირჩევდი, ბევრი აქებს, მაგითი უკმაყოფილო არ მახსოვს არავინ, თან ძაან კომპაქტურია და სატარებლად მარტივია.
მე პირადად იაფიანი ესპრესოს აპარატი მაქვს, მგონი 700 ლარი ღირდა

ანუ ეგ იმენა დაბალფასიანად ითვლება ესპრესოს აპარატებში, მაგრამ რეალურად კარგად ამზადებს, მაკდონალდსის და ვენდისის ყავებს დაუდგება უპრობლემოდ, ასევე ჩემს სახლთან არის ერთ-ერთი კოფიშოპი და ვთვლი რომ მაგათზე უკეთესს ვაკეთებ, მაგრამ აი სპეციალიზებული ფოე-ფოე კოფიშოფები რაც არის ვერა-ვაკეზე, მაგათთან ვერ მივდივარ

მე რაც მომისმენია ისევ და ისევ ყავის ინფლუენსერებისგან, იგივე ყავაა, უბრალოდ processing გავლილი, როგორც წესი ან გამომშრალი ან freeze-dried. იასნია ახალ დაფქულს და მერე გაფილტრულად მომზადებულს ვერ ჯობია, მარა ისეც არ არის, რომ შიგნით ნახერხი ეყაროს