#60902631 · 16 Dec 2023, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე, ლიჩნად, იმ პონტში გამისწორდება ევროკავშირში შესვლა, რომ იმედი მაქვს, ევროპელი ტურისტები მომრავლდებიან საქართველოში და მეც შევძლებ მათ მომსახურებას გიდად, მძღოლად, ფოტოგრაფად და ვაბშე კიდე ყველანაირად, როგორც გარემოს და ვითარებას შეეფერება და ალბათ მეც დავბრუნდები ჩემს სამშობლოში 12 წლიანი ემიგრაციიდან და მანდ ავაწყობ რამეს...
გილოცავთ ყველას, ვისაც გაგისწორდათ.
კიდევ იმის იმედი მაქვს, რომ იქნებ ევროპა იმაში დაგვეხმაროს, რომ ძალიან მაგარი ტრასები და ავტობანები დავაგოთ საქართველოში ისეთი, რომ ვაბშე უკლებლივ ყველა სოფელი ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული და გუგლ მაპსი და ნავიგატორიც რო ყველგან მუშაობდეს და თბილისიდან ბათუმამდე მიმავალი და ასევე აღმოსავლეთით - ლაგოდეხამდე მიმავალი ტრასები პეაჟების პონტში იყოს, ფასიანი 130 კმ/სთ-იანი ტრასები.
მაგრად ასწორებს ახალი წლის მოახლოვება,
ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ მხოლოდ წინასაახალწლოდ მაქვს ხოლმე კარგი განწყობა და სანამ შანსია, მაგ პონტში ვწერ, რო გამოვხატო ჩემი დადებითი გრძნობები.
აბა ჰეთ, მომავალ დეკემბრის შუა რიცხვებში შევხვდებით, 2025-ისკენ
This post has been edited by Cxvirchatlaxa2 on 16 Dec 2023, 23:20
|