ვიო, მელანია ისეთი ქალია, სულ რომ სინათლის წელი გაშორებდეს მასთან, მაინც მიხვდები მის ფასს...
ჰოდა, ეგეთი ქალი რომ კონკრეტული მამაკაცით ინტერესდება, რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრვია რომ სხვას შურის გრძნობა გაუჩნდეს იმ მამაკაცის მიმართ.
ჯერ მარტო ის რად ღირს ვიო, როდესაც ეგეთი ქალი გყავს გვერდით და უცებ არ გაგახსენდა მისი დაბადების დღე, თქვენი შეხვედრის თარიღი და ა.შ. ამ დროს მეგობრებთან ერთად ხარ; ჰოდა მოვიდა ეს ჩვენი მელანია და თავისი უხვი ლექსიკური მარაგი გამოიყენა და გემრიელად გამოგლანძღა
ჩემს ფეხებს გაიგებს ვიო, ის ხალხი რა ენაზე ბუზღუნებს მელანია- ჰოდა იფიქრებენ თავიანთი სასიყვარულო ენა აქვთო და ასე ამკობენ ერთმანეთსო.
მოკლედ, შენი მამაკაცური თავმოყვარეობა არ შეილახება ვიო
ასე რომ, გშურდეს ვიო, სხვა რა დაგრჩენია.
თუმცა ამ პოსტის შემდეგ შეიძლება ჩემზეც აიცრუოს გული და შენც გაგიჩნდეს შანსი
ბოლოს და ბოლოს არც ისე ძლიერი კონკურენტები გყავს.
თან შენ ისეთი განათლებული ბიჭი ჩანხარ სიმონ დე ბოვუარის მეორე სქესიც უნდა გქონდეს წაკითხული