მე არ ვიცი, როგორ კაიფობს აჩკიპა იმით, რომ საკმაო რაოდენობის გოგოებმა ის ხშირად მოიხსენიეს აუგად. ჩემთვის კონფლიქტებით კაიფი ძალიან არამიმზიდველი გართობის სახეობა გახლავთ. ეგ კი არა, ფლირტის დროს რომ შემამკოს გოგომ უწმაწური ფრაზებით, მასთან ხელახლა მიბრუნების სურვილი არ გამიჩდება. აჩკიპა, ალბათ, მართლა კაიფობს მსგავსი მოცემულობით.
მოკლედ, მისი საქემა, რითი იკაიფებს და რითი არა. ერთი რამ უდავოა- აჩკიპას გარეშე უსათაურო მკვდარია. ედება ბანი აჩკიპას და ასევე ედება უსათაუროსაც. ისეთი მკვდარი განყი ხდება აჩკიპას გარეშე- "მშენებლობა და რემონტში" გეგონება თავი.
მოკლედ, ბევრი ლაილაის გარეშე სჭირდება უსათაუროს აჩკიპა და ბოლო წლებში მართლა ლიდერია განყის
ნუ, ბევრს რომ არ მოსწონდეს მისი იმიჯი, ეგეც გასაგებია.
ზოგადად უსათაუროს დანიშნულება და ფუნქცია იყო დიონისური ბოჰემიის კარნავალია )))
ახალგაზრდების მიერ ხდებოდა არასერიოზული დამოკიდებულების ჩვენება ამ თუ იმ საკითხთან მიმართებაში )))
ამ ყოველივეს ზოგი სერიოზულად იღებდა. მათ შორის ტიმმაც მიიღო, როდესაც მგლებე დახურა, რადგან მართლა ეგონა ტიპს, რომ ის ხალხი ქუდულ მენტალიტეტს მისტიროდა და იცავდა შავი სამყაროს წესებს, არადა რეალურად სატირა იყო მაგაზე )))
მოკლედ, უსათაუროში თუ პოსტავ უნდა გესმოდეს, რომ აქ თქვენობით და ბატონობით მიმართვის ფორმები არ გამოიყენება.
იუმორიც შესაბამისია- კაფკასეული აბსურდიზმი დომინირებს შავი და თეთრი იუმორით გაჯერებული
რა თქმა უნდა, ბოლომდე თავზე გადაჯამა და ერთმანეთის შეურაცხყოფა არც აქ მოუსულა, უბრალოდ არის რაღაც თემები რომელიც სერიოზულად არ უნდა მიიღო )))
აჩკიპაც მაგაზე ღადაობს, თორემ მართლა გაუნათლებელი ხეპრე რომ იყოს, ამდენს რომ აგინებთ, ზოგიერთებივით დაგიბრუნებდათ ხურდას და ბიჭებსაც ამოგიყვანდათ საქმის გასარჩევად
მესმის, რომ ზოგჯერ ძალიან ამლაშებს და მართლა ტვინს ტყნავს, უბრალოდ ეგეთი იმიჯი აქვს
არა მგონია, რეალურ ცხოვრებაში ეგეთი ტიპაჟი ბრძანდებოდეს
ფიზონა სოფლელი კი არა, ზედმეტად ემოციური გოგოა ))) ისევე, როგორც ემპეწრი (ამათთან შედარებით ნაკლებად ემოციურია კატუტუ, უფრო სწორად ემოციების კონტროლს ზოგჯერ ახერხებს კარგად) და ა.შ.
სოფლელობის თემას რაც შეეხებაა, როდესაც თბილისელი არ ხარ მატრაკვეცა ხალხისგან მაგის შეხსენება და ვითომ ხუმრობები ცოტა არ იყოს დამღლელია და ნერვებზეც მოქმედებს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როდესაც თბილისში იმიტომ ამითვალწუნეს ერთ სამსახურში რეგიონიდან რომ ვარ ))) იგვე შემთხვევა ზოგიერთი იუზერების მხრიდან ფორუმზეც მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ადრინდელი ნიკებით ძალიან ბევრ ###ობას ვწერდი და ბოლომდე მაგ ფაქტს ვერ დავაბრალებ
რა თქმა უნდა, საქართველოში, სამწუხაროდ ძალიან დიდი სხვაობაა დედაქალაქს და რეგიონებს შორსი აბსლუტურად ყველა სფეროში.
ბათუმი ამ ბოლო დროს გახდა შედარებით პრესტიჟული, მაგრამ თბილისთან ახლოს არ არის და თან მანდ მაინც სპეციფიური გარემოა )))
სხვა საქართველოს ქალაქები მხოლოდ ვიკიპედიაში არიან აღნიშნული ქალაქებად ))))
ასე რომ, ძირითად შემთხვევაში თბილისში უფრო ნაკლებად აქვს ფესვი გამდგარი დრომოჭმულ ტრადიცეიბს და უფრო მეტი საშუალება აქვს ადამიანს არა მხოლოდ დასაქმების და გართობის, არამედ განათლების უპირველს ყოვლისა.
თუმცა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანი ჩამორჩენილია და ბოლოს და ბოლოს იმდენი მაინც არ იცის, რომ მობილურზე საუბის დროს არ არის საჭირო მაღალ ხმაზე ზმუილი
მოკლედ, ძალიან სტიგმატიზირებულია ქალაქლების მიერ ეგ კასტა, რაც დიდი გაუცხოვებასაც იწვევს, უბრალოდ მაინც "აქანა იქანა " ტოტალურად იპყობს დედაქალაქს )))
აქვე, შეიძლება ფიზონა სხვა რამის გამო აღშფოთდა და არ აქვს მსაგავსი გართულება მაგაზე -უბრალოდ მე მომეჩვენა, რომ სოფლიზონა რომ უწოდა, მაგიტომ გადისა აჩკიპა )))