ინტერმედია:
შუადღე იყო. ზომიერად გამაძღარი კინგკონგი თვლემდა. სიჩუმეს მტრედისოდენა ფაროსანების ზუზუნი არღვევდა და იდილიას ამთლიანებდა.
მაგრამ საწუთრო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?
ლიანებისგან მიჩათლახებულ ჰამაკთან ქეშუს სამკუთხა თავმა ამოყვინთა:
-კინგკონგ რა, მიდი ძმურკონგურად ამიხსენი ერთი სიტყვა რა, მაკლერები რო მოდიან მაგისთვის მჭირდება.
- თქვენში ყველაზე განათლებული დომენიკია და ეგ აგიხსნის- გაისმა მხარსზემოდან.
- დომენიკმა დათვის ქონი წაიღო ტვინგამოცლ ვირიშვილზე გადასაცვლელად. ხვალამდე არ მოვა. მიდი რა კინგკონგ მიჯიგრე, ერთი სიტყვა იმასქენი რა.
-კაი ხო თქვენ შე££ცათ ვირმაც და ვირიშვილმაც, დავაი მაიტა სიტყვა- ამოიხვრინა კინგკონგმა.
- "ბურტ"- რა არი კინგკონგ?
-კინგკონგმა მხარზე დამჯდარ ფაროსანას ტორი დასცხო და მომწვანო წვენით შესურნელდა- გაიმეორე?!
-"ბურტ"! გაიმეორა ქეშუმ სამკუთხა თავის ქექვით.
- სად გაიგე, ვინა თქვა რამე ახალი სიტყვა იქნება, აბა კონტექსტში მომიყევი- დაინტერესდა კინგკონგი.
-წინა არჩევნებზე გავიგე მაკლერებისგან. ერთი ეუბნებოდა მეორეს- შემწვარი მაჩვის ხორცი ხელით არ გადაიღო ბურტყლიანი ხელი გაქვსო.