და როცა ხუთი ოქტომბრი გათენდა ტელევიზორებში, იმის მეორე ღამით მაგრად დათბა. ქეშუ გარეთ ნახევრად ეგდო, მეორე ნახევრით გარეული ღორის სატყუარა გეჯას მიყრდნობილი ფილოსოფიის ღრმა გამოქვაბულში გაიხლართა და ბრტყელი ტერფიდან ამოიღმუვლა- "აციებამდე ბოლო დათბობაა". ღმუილმა კინგკონგის სტალაგმიტებიანი ყურის ნიჟარაში შეაღწია და ქეშუს გასძახა - რა დედიშენის გინდა?
ამ ალერსიანი მიმართვით გამხნევებულმა ქეშუმ გაბედა:
- კინგკონგ, შენთან ერთი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური კითხვა მაქ: აი, მთვარე როა ხო?-
ცალთვალმოჭუტული კინგკონგი გამოქვაბულის უკარო ბჭეს მიეყრდნო და ბეჭიც მიაფხანა- ხო რაარი რო?
-აი, ახედე!
კინგკონგმა დედიმისსნაჭამივით გაფითრებულ მთვარეს ახედა და შთაგონებით ჩაილაპარაკა-მთვარე და ექვსპენსიანი...
- ხოდა, კინგკონგ, შენი აზრით ბრტყელია მთვარე?
კინგკონგმა მეორე თვალიც მოჭუტა- მთვარე თითქოს ზამბახია...
აქ კინგკონგმა უცებ იგრძნო რომ სადღაც შიგნით დაერხა, დაენძრა და სამჯერ გაიზარდა სიგრძე სიგანეში -ქეშუს დაპატარავების ხარჯზე.
მთვარის ორბიტიდან მოწყვეტის მოლოდინში გასუსულ ქეშუს უცბად თბილი ლივლივი გადაევლო-
- ქეშუუ- ამოიყმუვლა კინგკონგმა- ტაშტი გამოიტანე ფეხები უნდა დავიბანო! ცოლს ვირთავ!
- ცოტა ხნის შემდეგ თუნუქის მრგვალ ტაშტში ერთად ტივტივებდა მთვარე და კინგკონგის ბანჯგვლიანი ფეხები.
-ქეშუ! ომახიანად დაიძახა ტონუსირებულმა კინგკონგმა, მოდი ბიჯო მოდი აჰა- აი რაარი მთვარე- ხოგაიგე ეხლა. ტაშტში ჩასხმუ წყალი და- ჩემი ფეხები! თანამგზავრი არა ჩაჩუტული #ლე! ხოგაიგე.
მომდევნო 3 წელი თქვენი სკმუტუნი არ გავიგო. ცოლს ვირთავ და კენჭი უნდა ვიყარო. პრემიერზე ნაკლები პრემიერის დედის ტაშტშიც ჩავყავი ფეხები!
კინგკონგი სველი ფეხებით შეწვა მეზოლითის რომელიღაც ცხოველის ტყავებიან ღრმულში და ნეტარებით წავიდა ოცნებებში:
- გამიგონია რო ერთი ქალი თავისი თმებით უმშრალებდა ფეხებს ღმერთივით კაცს. ხუევოზნაეტ მართალია თუ არა, მამენტ ერთხელ გაასწორებდაო.
ასე დასრულდა გათენებული 5 ოქტომბრის მეორე დაღამებული დღეი.
This post has been edited by OliverMess on 6 Oct 2025, 23:56