
კრიტიკულ სიტუაციაში მეეჭვება ჩემზე ძლიერი იყოს ანაბელი ან ვინმე

შეიძლება იყოს კიდეც, მაგრამ მე არამგონია ))
ისე ზოგადად, კი ბატონო.
მითუმეტეს რომ სიძლიერე სუბიექტური აღქმის თემაა

პირველი სიტუაცია, რის მერეც საკუთარი თავის რწმენა გამიასმაგდა, იყო კატერმა რო გადამიარა ჩაყვინთულს და პროპელერით ფეხები გადამიჭრა )) და გაიარა, ვერც დამინახა

სადღაც ოცი მეტრით ვიყავი პირსს მოშორებული და ფრაგმენტებად მახსოვს როგორ გამოვაღწიე დასისხლიანებულმა, არადა მეგონა ფეხები აღარ მქონდა

მეორედ ადიდებულ მდინარეში გავიჭედე მორებში, ლაშქრობისას და ნახევარი საათი გაჭედილი ვიყავი ყინულივით ცივ წყალში

დაპანიკება სიკვდილი იყო, მაგრამ გამოვაღწიე ნახევარსაათიანი ბრძოლის მერე

ესე შეიძლება ლაითად ჟღერს, მაგრამ მე ხო ვიცი რა გამოვიარე და ხასიათმა და გონებით მოქმედებამ როგორ გადამარჩინა ))
კიდევ არაერთი სხვა შემთხვევა, სადაც ისე გამოვძვერი, ბევრი რო ვერ გადარჩებოდა... არამარტო ფიზიკური სიძნელეებისას, რომელსაც პირველ რიგში ფსიქოლოგიურ მდგრადობა უნდა...
პრინციპში შეიძლება სხვებიც გადარჩენილიყვნენ, მაგრამ სხვას არ ვედრები(საერთოდ არაფერში, ცხოვრებაში), ჩემი თავი საკმარისია

ზოგადად ცხოვრებაშიც მწამს რო ყველგან და ყველაფერი გამომივა, რაც დამჭირდება და მაგიტო მკიდია თითქმის ყველაფერი და არაფრისთვის არ ვიბრძვი

ეს ბრძოლები, მოტივაციები და ეგეთები სხვისთვის რაღაცის დამტკიცებაა... ეგ კიდე საკუთარი თავის დამცირებად მიმაჩნია... ეგეთი მიდგომა მაქვს საკუთარი თავის მიმართ
This post has been edited by Frankens†ein on 13 Apr 2024, 07:31
Mens sana in corpore sano...